უკრაინის გენშტაბი: რუსებმა შეტევაზე გადასვლა ერთდროულად ხუთი მიმართულებით სცადეს, თუმცა უშედეგოდ
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ უახლეს ინფორმაციას ავრცელებს.
გენშტაბში აღნიშნავენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროებმა რუსი დამპყრობლების თავდასხმა ფრონტის ხაზის ყველა მიმართულებით მოიგერიეს და მტერს ზარალი მიაყენეს.
„რუსეთის საოკუპაციო ჯარების დანაკარგები ცოცხალი ძალით იზრდება.
ხარკოვის მიმართულებით, მტერმა გამოიყენა ქვემეხი და სარაკეტო არტილერია კონსტანტინოვკას, სვეტლიჩნოიეს, კალინოვოს, დემენტიევკას, ბორშჩევას, ჩერკასკის, ალექსანდროვკას დასახლებების ტერიტორიების გასანადგურებლად.
დამპყრობლებმა წარუმატებლად სცადეს შტურმი დემენტიევკას მიმართულებით, ისინი უკრაინელმა სამხედროებმა უკუაგდეს.
გარდა ამისა, სლავური მიმართულებით, მტერი ცდილობდა გაენადგურებინა სამოქალაქო ინფრასტრუქტურული ობიექტები ნორცოვკას, რიდნის, დმიტროვკას, მაზანივკას, კურულკას, პეტროვსკის და ჩერკასკის მახლობლად.
ასევე კრამატორსკის მიმართულებით, სევერსკისა და ტატიანოვკას ტერიტორიები მტრის საარტილერიო დაბომბვის ქვეშ იყო.
ოკუპანტები უტევდნენ გრიგოროვკას მიმართულებითაც, წარმატებას ვერ მიაღწიეს და უკან დაიხიეს.
ბახმუტის მიმართულებით დაბომბვა დაფიქსირდა ბახმუტთან, სოლედართან, იაკოვლევკასა და კოდემასთან.
ჩვენმა დამცველებმა, მტრის საჰაერო დარტყმების შემდეგ, მოიგერიეს მოწინააღმდეგის შეტევა სოლედარისა და ზაიცევოს დასახლებების მიმართულებით,
ამავდროულად, ავდიივკას მიმართულებით, მტერი ტანკების, ქვემეხებისა და სარაკეტო არტილერიის ცეცხლით ცდილობდა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტების განადგურებას. ის შეტევითი მოქმედებებით ცდილობდა წინსვლას ნეველსკოეს და ალექსანდროპოლის დასახლებების მიმართულებით, მაგრამ არ გამოუვიდა და უკან დაიხია.
მათ შეტევითი იერიში წამოიწყეს პრეჩისტოვკასა და პავლოვკას მიმართულებით, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიეს და უკან დაიხიეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: