გველისმჭერის თანავარსკვლავედი – ზოდიაქოს მეცამეტე ნიშანი
ასტროლოგიაში სულ 12 ზოდიაქოს ნიშანია ცნობილი, თუმცა არსებობს კიდევ ერთი, რომელიც გველისმჭერის სახელითაა ცნობილი. ბერძნულ მითოლოგიაში გვხვდება ღვთაება ასკლეპოსი, რომელიც აპოლონის ვაჟია და იგი მედიცინის სიმბოლოდ, მის განსახიერებად ითვლება.
ასკლეპოსს ჰქონდა უნარი გარდაცვლილი ადამიანები საიქიოდან დაებრუნებინა, რაც მიწისქვეშა სამეფოს ღმერთს, ჰადესს, განარისხებდა.
გველისმჭერის ზოდიაქოს სიმბოლო მამაკაცია, რომელსაც ხელში უზარმაზარი გველი უჭირავს და იგი მის სხეულს ორად ჰყოფს. გველის ნიშანი დღესაც სამედიცინო სფეროს სიმბოლოა.
ამ ზოდიაქოს ქვეშ მოიაზრებიან ადამიანები, რომლებიც მშვილდოსნისა და მორიელის ზოდიაქოების გარდამავალ პერიოდში, 30 ნოემბრიდან-17 დეკემბრამდე იბადებიან.
ისინი ღრმა ცოდნის, დიდი ინტელექტუალური შესაძლებლობების და ცნობიერების მატარებელი ინდივიდები არიან. მათ ფართო ხედვა და მიზნები გააჩნიათ. მუდმივად სიახლეებისა და განვითარებისთვის იღწვიან.
წყარო: Reader’s Digest
ფოტო: Unsplash