გაერო: რუსეთის არმიის შეჭრის შედეგად უკრაინა დატოვა 14 მილიონმა ადამიანმა
უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის შედეგად 14 მილიონი უკრაინელი გახადა იძულებული, დაეტოვებინათ საკუთარი საცხოვრებელი „ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე სწრაფი მასშტაბიანი გადაადგილების“ დროს, იტყობინება გაეროს ლტოლვილთა უწება.
ცნობის თანახმად, ამის შემდეგ, მთელ მსოფლიოში ლტოლვილების და გადაადგილებულ პირთა რაოდენობამ მიაღწია 103 მილიონს.
გაეროს ლტოლვილთა უზენაესი კომისარიატის ხელმძღვანელმა, ფილიპო გრანდიმ გაეროს უშიშროების საბჭოს აცნობა, რომ უკრაინელებს წინ აქვთ „ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ზამთარი მსოფლიოში უკიდურესად რთულ პირობებში, რასაც დაერთვის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიმდინარე განადგურება, რაც „ჰუმანიტარულ დახმარებას წვეთად აქცევს მოთხოვნილების ოკეანეში,“ მოჰყავს მისი სიტყვები სააგენტო AP-ს.
თავისი ბრიფინგის დროს გრანდიმ გაეროს ყველაზე გავლენიანი ორგანოს წევრებს აცნობა ასევე, რომ მართალია, უკრაინა მსოფლიოს დიდ ყურადღებას იპყრობს, მისი უწყება ბოლო 12 თვეში ჩართული იყო კონფლიქტების გამოწვეულ 37 საგანგებო ვითარებაში მთელ მსოფლიოში. „თუმცა სხვა კრიზისებს საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება - აღშფოთების გამოხატვით, რესურსების მიზიდვით ან ზომების მიღებით, არ მიუპყრიათ. გრანდიმ გამოყო კრიზისები და და მძიმე ვითარებაზე ილაპარაკა ეთიოპიაში, მიანმაში, კონგოსა და სომალიში.