Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News
Ноябрь
2022

თამარ კორძაია ღარიბაშვილის მოსაზრებით დაინტერესდა ნიკა გვარამიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით

0
თამარ კორძაია ღარიბაშვილის მოსაზრებით დაინტერესდა ნიკა გვარამიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც ინტერპელაციის წესის ფარგლებში დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს, ორ თემაზე პირადი მოსაზრება ჰკითხა.

ერთი შეეხებოდა 2014 წლის 16 სექტემბერს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში განვითარებულ მოვლენებს, რასაც 30 წლის ხანუმ ჯეირანოვას სიცოცხლე ემსხვერპლა. პროკურატურის ვერსიით, მან თავი მოიკლა.

მეორე საკითხი კი შეეხებოდა ტელეკომპანია "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საპატიმროდან გათავისუფლების შესაძლებლობას.

„ხანუმ ჯეირანოვას თვითმკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, რაზეც გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა დაადგინა დარღვევა სახელმწიფოს მხრიდან და სახელმწიფოს ორი რამ დაევალა - 100 ათასი ლარის გადახდა ოჯახისთვის და ბოდიშის მოხდა შვილებისთვის - მაინტერესებს, როგორც უნდა განხორციელდეს სახელმწიფოს მხრიდან პროცედურულად ბოდიშის მოხდა“, - იკითხა კორძაიამ და დააზუსტა, რომ ოჯახისთვის იუსტიციის სამინისტროს მიერ წერილობით გაგზავნილი ბოდიშის გარდა, აპირებს თუ არა ბოდიშის მოხდას პრემიერიც. რაც შეეხება ნიკა გვარამიას გათავისუფლების შესაძლებლობას, მასზე დეპუტატი პრემიერის პერსონალური პოზიციით დაინტერესდა:

„ALDE-მ პერსონალურად თქვენ მოგმართათ გვარამიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით. იმას ვერ ვიტყვით, რომ ALDE-მ არ იცის, რომ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებელი შტოა და თქვენი პოზიცია მაინტერესებს - ნიკა გვარამია უკვე მაისიდან ზის ციხეში და თუ დეპოლარიზაცია გვინდა და თუ გვინდა ვალდებულებების შესრულება, თუ ხედავთ „ქართული ოცნების“ მხრიდან რაიმე კომპრომისს ამ საკითხთან დაკავშირებით? იმიტომ რომ მაისიდან ის უკვე სასჯელს იხდის და შესაძლებელია თუ არა კონკრეტული ნაბიჯების მოფიქრება თქვენი მხრიდან ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ ნიკა გვარამია იქნეს გათავისუფლებული“,- იკითხა თამარ კორძაიამ.

პროცედურის თანახმად, პრემიერ-მინისტრი დეპუტატთა შეკითხვებს მოგვიანებით გასცემს პასუხს.

2014 წელს 16 სექტემბერს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში 30 წლის ხანუმ ჯეირანოვას თანასოფლელი კაცები თავს დაესხნენ და საჯაროდ, მთელი სოფლის თვალწინ სასტიკად სცემეს. მომხდარიდან ორი დღის შემდეგ ხანუმ ჯეირანოვა გარდაიცვალა. პროკურატურის ვერსიით, მან თავი მოიკლა.

ევროპარლამენტში ლიბერალურ პარტიათა გაერთიანებამ - "ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსმა ევროპისთვის" (ALDE) - 10 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელსაც ხელს ALDE-ს პრეზიდენტი ილჰან კიუჩუკი აწერს, თქვა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველომ მნიშვნელოვანი რეფორმები უნდა გაატაროს. საქართველოს პირველი ნაბიჯი ევროპულ გზაზე არის ოპოზიციონერი ჟურნალისტის, ნიკა გვარამიას გათავისუფლება, რომლის მიმართაც განაჩენი გამოიტანეს ყალბი ბრალდებებით, რომლებიც დაგმეს ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელმა ორგანოებმა როგორც საქართველოს შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ", - წერია განცხადებაში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ 2 ნოემბერს გამოაცხადა ნიკა გვარამიას განაჩენი. მიღებული გადაწყვეტილებით, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის სასჯელის ზომად მაინც 3 წელი და 6 თვე დარჩა, თუმცა მოსამართლეთა კოლეგიამ მას ბრალი დაუმძიმა.

საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ინტერპელაციის წესით "სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტიკურმა ჯგუფმა დაიბარა. მათი შეკითხვები შეეხება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად საჭირო 12 რეკომენდაციის შესრულებას და იმას, თუ რა გააკეთა მთავრობამ რეკომენდაციების მიღებიდან დღემდე.

ევროპული პერსპექტივა და 12 პირობა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის სანაცვლოდ, საქართველომ მიიღო 23 ივნისს.

საქართველოსგან განსხვავებით, კანდიდატის სტატუსი მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ, თუმცა ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად, ევროკომისიის რეკომენდაციები მათაც უნდა შეასრულონ.





Губернаторы России
Москва

Собянин рассказал о работе сервиса «Вместе с культурой»





Москва

Дмитрий Бикбаев готовит премьеру театрального проекта, основанного на личных переживаниях


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

В районе Кунцево будет построен административно-деловой центр — мэр Москвы 



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Анастасия Волочкова

В коротеньких шортах: Волочкова раздвинула ноги в кабинете стоматолога




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Искусство продвинутого анализа в спортивном прогнозировании

Звезды спорта. Кто они такие и почему их так называют?

Инсайты, стратегии и нетворкинг для профессионалов: 21 июня пройдет ежегодный форум «Спорт и Бизнес»


ATP

Теннисист Медведев может спуститься на пятое место в ATP после "Мастерса" в Риме



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Game News

Публика в восторге от ретро-хоррора Crow Country



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России