Мы в Telegram
Добавить новость
103news.com
World News
Ноябрь
2022

ნა­თია მეზვრიშ­ვი­ლი: პრემიერს „უტყდება“ ქალების დაცვა… თავისი მრჩეველი რომ დანიშნა ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, ტიტულს გენდერული თანასწორობა მოაშორა

0

პარ­ტია “სა­ქარ­თვე­ლოს­თვის” ერთ-ერთი ლი­დე­რი ნა­თია მეზვრიშ­ვი­ლი ბოლო პე­რი­ოდ­ში გახ­ში­რე­ბუ­ლი ფე­მი­ცი­დის ფაქ­ტებს ეხ­მა­უ­რე­ბა:

70 წლის მონაზონი გააუპატიურეს (აქამდე ვერაფერი ვთქვი, გონებამდე ვერ მივუშვი). ყოველთვის ვცდილობ მოზომილი ვიყო ასეთ მძიმე ფაქტებზე ხელისუფლების კრიტიკისას და პოლიტიკური ხასიათი არ შევძინო, მაგრამ ეს აღარაა პოლიტიკა.

მინიმუმ ბოლო სამი დღეა ტრაგედიებს (ქმარმა ცოლი დაწვა – ცეცხლი წაუკიდა. 12 წლის ბავშვმა ბავშვი გააჩინა) ვითვლით და დიახ, ამაზე უპირველესი პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა, რომლის წარმომადგენლები გუშინ (და ალბათ, დღესაც) ფეისბუქზე მოთქმა-გოდებით და კეკლუცით იყვნენ დაკავებულები. რეალურად, მათ ხელშია დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ქმედითი ბერკეტები. მინდა გითხრათ, რომ პოსტებით ვერ გაძვრებით. რომ მივხვდი, პოზიტიურ დღის წესრიგს ვეღარ ვქმნიდი და თვის ბოლოს მხოლოდ ხელფასს ვიღებდი, გადავდექი. ხოდა ან იმოქმედეთ, ან სინდისმა შეგაწუხოთ და წადით სახლებში (ბოლო-ბოლო ადამიანების სიცოცხლეზეა საუბარი, რომელსაც ვერ და არ შველით).
არავის ეგონოს, რომ ეს მხოლოდ საზოგადოების პრობლემაა და ერთ დღეს გავველურდით. ეს უმძიმესი ტრაგედიები ხელისუფლების უმოქმედობის, მოშლილი სახელმწიფო აპარატის, გულგრილობის, დაუსჯელობის, ძალადობის წახალისების შედეგია. ორი დღის წინ ვთქვი, დანაშაულის სტატისტიკა იმალებათქო და ოცნებამ უკადრებელი იკადრა. უმძიმესი ფაქტები სახეზეა.

მარტივად რომ ვთქვათ ხდება შემდეგი:
ფსევდოპატრიოტ, პოპულისტ პრემიერს „უტყდება“ ქალების დაცვა და დუმს. ის კი არა, თავისი მრჩეველი რომ დანიშნა ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, ტიტულს გენდერული თანასწორობა მოაშორა.
შს მინისტრს დანიშვნის დღიდან ამ თემაზე ხმა არ ამოუღია. შს მინისტრის მოადგილე დინებას მიყვება.
მუშაობენ რიგითები, რომლებიც პოლიტიკას ფიზიკურად ვერ შექმნიან. აბსოლუტურად გასაგებია, პროფესიონალი რიგითების გულისტკივილი, რომ მათი შრომა არ ჩანს. არ გამოჩნდება და ამის მიზეზები პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში უნდა ეძებონ და თავად ადამიანის უფლებების დაცვა გააგრძელონ (ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი).
არც ერთი სამინისტრო (მათ შორის განათლება, ჯანდაცვა) არ თვლის, რომ ძალადობის პრევენცია მისი ფუნქციაა. ბრალდებულს დააკავებენ და ეს ჰგონიათ ქმედითი რეაგირება. აქამდე რომ მათი უმოქმედობით მივიდა საქმე, იმას არ და ვერ აცნობიერებენ.
უწყებებს შორის კოორდინაცია ნულს უდრის. პროკურატურას ჰგონია ცნობიერების ამაღლების კამპანიას თუ ჩაატარებს (რაც კარგია, მაგრამ არც საკმარისი და არც პროკურატურის საქმე), მოხსნილი აქვს დანარჩენი პასუხისმგებლობა. შსს-ს ჰგონია, პრეზენტაციის ჩატარებაა საქმე. განათლება და ჯანდაცვა საერთოდ ჩირგვებშია დამალული.
უწყებები მუდმივად თავის მართლებისა და ერთმანეთზე გადაბრალების რეჟიმში არიან. არანაირი ერთობის განცდა და საერთო მიზნისთვის ბრძოლა. ქალს მოკლავენ და პროკურატურა სასამართლოს აბრალებს, შსს პროკურატურას. კოორდინაციის ჯაჭვი რომ მორღვეულია, ამაზე საკუთარ წილ პასუხისმგებლობას არ გრძნობენ. იცით რატომ?
მოშლილ სახელმწიფოში, სადაც პასუხისმგებლობა მხოლოდ ერთი ადამიანის (და არა ხალხის) წინაშე არსებობს, რომელსაც აბსოლუტურად სხვა პრიორიტეტები აქვს, არავის უნდა გამწევი ძალის როლში ყოფნა და ლიდერშიპის აღება. რისთვისაც ფასდებიან (მაგ.: პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის, უკანონო მოსმენისთვის, თვალთვალისთვის, ნეპოტიზმისთვის, კორუფციისთვის და ა.შ.), პოლიტიკური თანამდებობის პირები იმით არიან დაკავებულები.<
ხარისხის გაზრდაზე ორიენტირებული რეფორმები გააჩერეს, სტატისტიკის დევნა და დანაშაულის დაფარვა დააბრუნეს, ძალადობას მაღალი პოლიტიკური ტრიბუნიდან ახალისებენ და ამართლებენ. რაზეა საუბარი საერთოდ?
ამ სრული უმოქმედობის ფონზე, ყველა ჯერზე, როგორც კი მძიმე შედეგები დგება, იწყებენ აქცენტების საკანონმდებლო და პროცედურულ ცვლილებებზე გადატანას. რეალურად კი პრობლემა უმოქმედობაში და არაპროფესიონალიზმშია. ამისი ერთ-ერთი მაგალითია გუშინ არაერთხელ გაჟღერებული მოსაზრება ელექტრონული სამაჯურების და შემაკავებელი ორდერების არაეფექტიანობის შესახებ.
რეალურად ერთიც მუშაობს და მეორეც, ერთსაც და მეორესაც არაერთი ქალი უხსნია სიკვდილისგან. როცა ვიგებთ, რომ მკვლელის მიმართ წარსულში შემაკავებელი ორდერი იყო გამოცემული ან ელექტრონული სამაჯურის ტარების ვალდებულება არ იყო დაკისრებული, პასუხისმგებელი პირი შესაბამის უწყებაში უნდა ვეძებოთ, ვინაიდან რისკების სათანადოდ შეფასების საფუძველზე, შემაკავებელი ორდერის გამოცემა, გამოცემის შემდეგ მისი მონიტორინგი, ელექტორნული სამაჯურის გამოყენება და მოძალადის ქცევის მონიტორინგი პოლიციის ვალდებულებაა. შსს-ს ვალდებულებაა ამ მხრივ პოლიციელების სათანადო გადამზადება და კვალიფიკაცია უზრუნველყოს. 2 წელია ელექტრონული სამაჯური ამოქმედდა და ახლა დადგინდა, რომ პრობლემა ყოფილა? მოკლედ, რა უბედურებაც ახლა გვჭირს, იმაში უპირველესი დამნაშავე ხელისუფლებაა. სახელმწიფო თვითდინებაზეა მიშვებული და უმძიმესი შედეგები სახეზეა. ქვეყანას პატრონი არ ჰყავს.





Губернаторы России
Москва

Мэр Москвы договорился о создании роботизированного завода по производству грузовых автомобилей





Москва

Яндекс, А.С. Пушкин, Святой Ленин ведут следствие. Настоящая сенсация!


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Собянин: Новый участок МСД на юге столицы планируется достроить до конца года



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Арам Хачатурян

Фестиваль классического балета «Стерх»: Зрители остались в восторге от балета Арама Хачатуряна «Спартак»




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

Spirit. Fitness откроется в ТРЦ Мегаполис

Хоккеисты из Красногорска завоевали бронзу на чемпионате Москвы и области

Спортсмен умер после участия полумарафоне в Москве


WTA

Ига Свёнтек одержала 40 побед над теннисистками из топ-10 рейтинга WTA



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

В Подмосковье расширят сеть пунктов приёма электронных отходов



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России