Добавить новость
103news.com
World News
Февраль
2023

კენიის ხელისუფლებამ დაუშვა საქართველოში ბაობაბების ექსპორტი

0
კენიის ხელისუფლებამ  საქართველოში 8 ბაობაბის ექპორტის ნებართვა გასცა, ამის შესახებ კენიური გამოცემა Nation-ი წერს.


გასული წლის ნოემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხელისუფლებამ ლიცენციის მოქმედება შეაჩერა, რომელიც ბაობაბების ამოძირკვას, მათ ტრანსპორტირებას და ექსპორტს ითვალისწინებდა.


კენიის პრეზიდენტმა უილიამ რუტომ სასწრაფო გამოძიების ჩატარების ბრძანება გასცა,  მომხდართან დაკავშირებულ განცხადებებზე, რომ ხეების ამოთხრის  ნებართვა ეწინააღმდეგება მთავრობის პროგრამას, კენიაში მომდევნოს 10 წლის განმავლობაში 15 მილიარდი ხის დარგვის შესახებ.


ახალ გადაწყვეტილებაში ხელისუფლება მიუთითებს, რომ ბაობაბი არ არის ქვეყანაში გადაშენების პირას მყოფი ან დაცული ხის სახეობა.


ბაობაბი კენიიდან მიმდინარე წლის 30 ივნისამდე უნდა გაიტანონ. მათი წონა 500 ტონამდეა. დოკუმენტაციაში ნათქვამია, რომ ხეები დასავლეთ საქართველოში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდებარე შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკს გადაეცემა.


მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მინიმუმ 2016 წლიდან კენიიდან საქართველოში ბაობაბების ექსპორტს ახორციელებს მილიარდერი ბიზნესმენი და პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და რომ რამდენიმე ხე ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში აღმოჩნდა.


კენიის ტელევიზიის მიერ გასული წლის ნოემბერში მომზადებულ რეპორტაჟში, ქართველმა ინვესტორმა გიორგი გვასალიამ, ვინც კენიაში ბაობაბებს ყიდულობდა, დაადასტურა, რომ ხეების გაგზავნას გეგმავდა „საქართველოს უნიკალურ პარკში“, სადაც „სხვადასვა კონტინენტიდან მრავალი ხეა“ დარგული. გვასალიამ განაცხადა, რომ დაგეგმილია ბაობაბებისთვის კენიაში არსებული მიკროკლიმატის შექმნა.


მანამდე კენიელმა ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ბაობაბების ექსპორტს შესაძლოა უარყოფითი გავლენა ჰოქნდეს ქვეყნის ეკოლოგიაზე, რომელიც გვალვას ებრძვის და ცდილობს ტყის  განადგურებული საფარის აღდგენას.


 


 






Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России