Добавить новость
103news.com
World News
Февраль
2023

უკრაინამ დაასახელა რუსეთთან ომში უკვე მიღწეული 10 ძირითადი გამარჯვება

0
უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის წლისთავამდე ერთი დღით ადრე დაასახელა10 ძირითადი გამარჯვება, რომელიც ქვეყანამ მოიპოვა ამ ერთი წლის განმავლობაში. 



2022 წლის თებერვალ-აპრილში კიევის, ჩერნიგოვის, სუმის და ხარკოვის წარმატებით დაცვა.
რუსეთის მიერ დროებით დაპყრობილ ტერიტორიებზე მშვიდობიანი მოსახლეობის მიერ ოკუპანტებისთვის გაწეული მასობრივი წინააღმდეგობა.
2022 წლის მარტსა და აპრილში რუსეთის საოკუპაციო ძალების განდევნა კიევის, ჩერნიგოვის და სუმის ოლქებიდან.
2022 წლის აპრილში რუსეთის სარაკეტო კრეისერ „მოსკვა“-ს განადგურება





2022 წლის აპრილში კუნძულ ზმეინიდან რუსი ოკუპანტების განდევნა.
2022 წლის ივნისსა და აგვისტოში უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში რუსეთის საოკუპაციო ძალების ლოგისტიკის სისტემების განადგურება.
2022 წლის სექტემბერ-ოქტომბერში რუსი ოკუპანტების განდევნა ხარკოვის ოლქიდან.
2022 წლის სექტემბერ-ოქტომბერში რუსი ოკუპანტების განდევნა ხერსონის ოლქიდან.





2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის თებერვლის ჩათვლით უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემების წარმატებული მოქმედებები.
2022 წლის დეკემბრიდან 2023 წლის თებერვლის ჩათვლით უკრაინის აღმოსავლეთში რუსეთის იერიშის შეკავება.


უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მტრის შეკავება გრძელდება და ქვეყანას ახსოვს დიდი ფასი, რომელსაც უკრაინელი ხალხი თავისუფლებისთვის იხდის. თავდაცვის სამინისტრო მადლობას უხდის უკრაინის ყველა დამცველს.



რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
პრეზიდენტმა პუტინმა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".
უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე, რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგობის შედეგად, 2022 წლის მარტში რუსეთის სამხედრო ძალებმა დატოვეს კიევის შემოგარენი და მთავარ ამოცანად გამოაცხადეს დონეცკის და ლუგანსკის "მთლიანად გათავისუფლება".
2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
უკრაინას ძლიერ სამხედრო და ფინანსურ დახმარებას უწევს დასავლეთის სახელმწიფოთა მიერ შექმნილი კოალიცია.


 


 


 


 






Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России