Добавить новость
103news.com
World News
Февраль
2023

უკრაინელების 87% რუსეთთან ტერიტორიული დათმობების წინააღმდეგია

0
უკრაინელების 87% რუსეთთან ტერიტორიული დათმობების წინააღმდეგია, თუნდაც ამის გამო ომი უფრო დიდხანს გაგრძელდეს, - ასეთი შედეგი მიიღო კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტმა მის მიერ ჩატარებული ოციოლოგიური კვლევის შედეგად.


კვლევის თანახმად, ასევე უკრაინის ყველა რეგიონში მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ნებისმიერი ტერიტორიული დათმობის წინააღმდეგია. კერძოდ, აღმოსავლეთ რეგიონში მაცხოვრებლებს შორის 82% წინააღმდეგია დათმობებზე (მზად არის მხოლოდ 13% ), ხოლო სამხრეთელებს შორის ტერიტორიული დათმობების წინააღმდეგია გამოკითხულთ 86% (მხოლოდ 9% მზად არის).



უკრაინაში გამოკითხულთა მხოლოდ 9% მიიჩნევს, რომ მშვიდობის მისაღწევად და დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად შესაძლებელია ზოგიერთი ტერიტორიის დათმობა.


"მძიმე კომპრომისებისთვის" ზოგადი მზაობა გამძლეობისა და ბრძოლის გაგრძელების სურვილის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. როგორც ხედავთ, რთული ზამთრის ბოლოსაც კი უკრაინელები ერთიანდებიან და მზად არიან აგრესორს კიდევ უფრო სასტიკი წინააღმდეგობა გაუწიონ. ჯერჯერობით, ნებისმიერი ჩანაფიქრი, რომ უკრაინელები შეელევიან მშვიდობას ტერიტორიის სანაცვლოდ, განწირულია წარუმატებლობისა და საზოგადოების მიერ უარყოფისთვის", - თქვა კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა ანტონ გრუშეცკიმ კვლევის შედეგების კომენტირებისას.


გამოკითხვა ჩატარდა 14-22 თებერვალს სატელეფონო ინტერვიუებითა  მობილური ტელეფონის ნომრების შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე. უკრაინის ყველა რეგიონში (ყირიმის გარდა) მცხოვრები 2002 რესპონდენტი გამოიკითხა.



24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ერთი წელი სრულდება.


 



მანამდე, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში, უკრაინის სამხედრო- საჰაერო ძალების სპიკერმა იური იგნატმა განაცხადა, რომ საჰაერო ძალები რუსეთის მხრიდან შესაძლო პროვოკაციებს 23-24 თებერვალს ელიან.



მისივე თქმით, უკრაინელი სამხედროები გაძლიერებული საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობაში იმყოფებიან.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსმა კირილ ბუდანოვმა "უკრაინსკა პრავდასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი, შესაძლოა, 24 თებერვალს "მცირე სარაკეტო დარტყმას" გეგმავდეს.






Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России