83 წლის ასაკში გარდაიცვალა "როკ-ენ-როლის დედოფალი" ტინა ტერნერი
შვეიცარიაში 83 წლის ასაკში გარდაიცვალა ამერიკელი მომღერალი ტინა ტერნერი. ამის შესახებ Sky News-ს განუცხადა მისმა წარმომადგენელმა.
ტერნერი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მომღერალი ქალი იყო 1960-იან და 1980-იან წლებში. მას მიღებული აქვს რვა „გრემის“ ჯილდო, ის ატარებდა „როკ-ენ-როლის დედოფლის“ არაოფიციალურ ტიტულს.
ტინა ტერნერი 1939 წელს დაიბადა აშშ-ში. მისი დაბადების სახელია ანა მეი ბალოკი. სასცენო წარმატებას მან 1960-იანი წლების დასაწყისში მიაღწია, როდესაც რითმ-ენდ-ბლუზის პოპულარული შემსრულებელი გახდა. გარდა რვა „გრემისა“, მას მიღებული აქვს MTV Video Music Awards-ი, ორი Amеrican Music Awards-ი და მრავალი სხვა პრიზი.
ტერნერი ასევე ცნობილი იყო როგორც მოცეკვავე და მსახიობი. 1986 წელს ჰოლივუდის დიდების ხეივანში გაჩნდა მისთვის მიძღვნილი ვარსკვლავი.