Добавить новость
103news.com
World News
Июль
2023

ქუთაისის აეროპორტი დროებით მუშაობას წყვეტს

0
ძლიერი წვიმით გამოწვეული დაზიანების გამო ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი დროებით მუშაობას წყვეტს. როგორც აეროპორტის ადმინისტრაცია იუწყება, წინასწარი ინფორმაციით, მუშაობა 11 ივლისს, 07.00 საათზე განახლდება. 


აეროპორტის მუშაობის შეფერხების მიზეზად დასავლეთ საქართველოში უამინდობა, ძლიერი წვიმა არის დასახელებული. 


„უხვი ნალექის გამო შეფერხდა აეროპორტის სამგზავრო ტერმინალის მუშაობა. ამ ეტაპზე მიღებულია უსაფრთხოების ყველანაირი ზომები, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაგეგმილი ფრენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტშია გადამისამართებული. ამასთან, გამოცხადებულია ე.წ. ნოტამი, რაც გულისხმობს საერთაშორისო საავიაციო არხების საშუალებით შესაბამისი ინფორმაციის გავრცელებას. აეროპორტის ტერიტორიაზე აქტიურად მუშაობს ექსპერტთა ჯგუფი - ადგილზე სწავლობს არსებულ ვითარებას. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება სრულადაა პროცესში ჩართული და ოპერატიულად მოახდენს მოსახლეობის ინფორმირებას", - ვკითხულობთ ქუთაისის აეროპორტის ადმინისტრაციის ცნობაში.




10 ივლისს ქუთაისის აეროპორტი ძლიერმა წვიმამ დატბორა. ასაფრენი სივრცის დარბაზში ჩამოვარდა ჭერის ფრაგმენტი. აეროპორტში შექმნილი პრობლემების გამო გაუქმდა და გადაიდო ფრენები.


10 ივლისს იგეგმებოდა მოსკოვი-ქუთაისის პირველი რეისი. რუსული ავიაკომპანიის Red Wings-ის თვითმფრინავი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 23:40 საათზე უნდა ჩამოფრენილიყო, თუმცა აეროპორტის ვებსაიტზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ მოსკოვის რეისი იგვიანებს. სხვა ფრენების გრაფაში კი მითითებულია, რომ გაუქმდა.


„ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა აღარ გამართეს აქცია, რომლითაც მოსკოვიდან ჩამოფრენილ მგზავრებს უნდა დახვედროდნენ.


ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2012 წელს გაიხსნა, მგზავრთა ნაკადის მატების და მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, 2022 წელს სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია ჩაუტარდა ასაფრენ–დასაფრენ ზოლს და აეროპორტის გამართულად ოპერირებისთვის აშენდა ახალი ტერმინალი.


აეროპორტის ვებსაიტზე განთავსებული ინფორმაციით, აეროპორტს შეუძლია ერთდროულად 600 მგზავრის და ოთხი თვითმფრინავის მიღება.






Губернаторы России





Губернаторы России
103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России