ნანუკა ჟორჟოლიანი: ვრცელდება ათასი ჭორი მარიკუნას გარდაცვალებაზე. ჭორები, მისი ცხოვრების ქექვა, გარჩევა იყო მისი მთავარი კარმა, რასაც ისე გაექცა, ისე გაექცა…
0
“ვრცელდება ათასი ჭორი მარიკუნას გარდაცვალებაზე. ჭორები, მისი ცხოვრების ქექვა, გარჩევა იყო მისი მთავარი კარმა, რასაც ისე გაექცა, ისე გაექცა…
საბერძნეთის პოლიცია არკვევს ნამდვილ მიზეზს. ექსპერტიზის პასუხია მთავარი, რასაც ელოდებიან მეგობრები. ამიტომ, აქამდე გავრცელებული ყველა ვერსია ტყუილია.
მართალია მხოლოდ ის, რომ მარიკუნა გარდაცვლილი იპოვეს საბერძნეთში, ქუჩაში. იყო მარტო. ბრუნდებოდა სახლში” – წერს ნანუკა ჟორჟოიანი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ 39 წლის ასაკში, საბერძნეთში, გარდაიცვალა მარიკუნა მიქატაძე, მსახიობ გია ფერაძისა და ირინა მიქატაძის ქალიშვილი.
