Добавить новость
103news.com
World News
Июль
2023

კინემატოგრაფისტები წულუკიანს: გირჩევთ, დაიწყოთ კომპრომისებზე ფიქრი, რადგან არ ვაპირებთ თქვენს მსახურებას

0

კინოს სფეროს წარმომადგენლები ეხმაურებიან კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის ინტერვიუს, სადაც მან განაცხადა, რომ „მე კონსენსუსს არ ვეძიებ, მე ვეძიებ პარტნიორებს“. კინემატოგრაფისტები მინისტრს ურჩევენ, რომ „კომპრომისებზე ფიქრი დაიწყოს, რადგან არ ვაპირებთ თქვენს მსახურებას“.

„13 ივლისს კულტურის მინისტრმა აღიარა, რომ კინოცენტრში დაწყებულ რეპრესიულ „რეორგანიზაციას“ თავად უდგას სათავეში, რაც კინოცენტრის დამოუკიდებლობის პრინციპებს ეწინააღმდეგება. წულუკიანის გუშინდელი განცხადებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ პენიტენციური სისტემიდან კინოცენტრში მოვლენილი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი კობა ხუბუნაია მხოლოდ ფორმალურად აწერს ხელს იმ ბუნდოვან, გაუმჭვირვალე რეორგანიზაციას, რომლის შედეგადაც შრომითი ხელშეკრულება უკვე 6 ადამიანს შეუჩერდა.

ამავე ინტერვიუში კიდევ ერთხელ დადასტურდა, რაოდენ დაბალია მინისტრ წულუკიანის ლეგიტიმაცია – კინოცენტრის მომავალთან დაკავშირებით მასთან მხოლოდ „12 თუ 13 ხელოვანი“ ითანამშრომლებს.

იგი კვლავ უარს ამბობს კონსტრუქციულ ფორმებზე და მოთხოვნების შესრულებაზე მსჯელობის ნაცვლად, კვლავ შეურაცხყოფითა და ცილისწამებით გვიპირისპირდება. დირექტორის უკვე ყოფილ მოადგილეზე, ნინო კუხალაშვილზე თავდასხმა კი მინისტრის მიერ დანიშნულ ხელმძღვანელთა არაკვალიფიციურობის მიჩქმალვას ემსახურება.

მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, იგი „არ ეძიებს კონსენსუსს, არამედ პარტნიორობებს“ – წულუკიანის ეს სიტყვები კვლავ ადასტურებს, რომ ის კინოხელოვანთა სამართლიანი მოთხოვნების მიმართ შეუვალი იქნება და ჩვენგან მხოლოდ მორჩილებას ელის.

მინისტრის მსჯელობა პოლიტიკურობის შესახებ კიდევ უფრო აბსურდულად ჟღერს უკვე უაღრესად პოლიტიზებული კინოცენტრისა და პარტიული პროპაგანდისტის თანამდებობაზე დანიშვნის ფონზე. რომ აღარაფერი ვთქვათ წულუკიანის მიერვე დანიშნულ კინოცენტრის წინამორბედ დირექტორზე, რომელიც იმავდროულად პოლიტიკურ თანამდებობას იკავებდა მინისტრის მოადგილის პოსტზე.

მინისტრი ამბობს, რომ პოლიტიკა მხოლოდ თავისი და თავისივე მოადგილეების საქმეა. შევახსენებთ ქალბატონ წულუკიანს, რომ კულტურის პოლიტიკა ჩვენი ყოველდღიურობის განმსაზღვრელია და ყოველთვის ვიბრძოლებთ გაუმჭვირვალობის, ნეპოტიზმის, პარტიული ანგაჟირებულობის წინააღმდეგ. გირჩევთ, დაიწყოთ კომპრომისებზე ფიქრი, რადგან ჩვენ არ ვაპირებთ თქვენს მსახურებას“, – აცხადებენ კინოს სფეროს წარმომადგენლები.

კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა კინოხელოვანების საპროტესტო აქციის შემდეგ კინოცენტრში მიმდინარე პროცესებზე პირველი კომენტარი გუშინ, 13 ივლისს, „იმედი LIVE-ს” ეთერში გააკეთა.

წულუკიანი ამბობს, რომ „არ ესმის რას ემსახურება პროტესტი“, მისი თქმით, რეორგანიზაცია კინოცენტრში უფრო ადრე უნდა დაეწყო და ეს „მისი შეცდომაა”, თუმცა „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს”.

წყარო







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России