Добавить новость
103news.com
World News
Июль
2023

ირაკლი ღარიბაშვილი: მოხდა სამარცხვინო და შემაშფოთებელი ფაქტი და პოლონელმა ექიმებმა თავადვე მოახდინეს ამ პროცესის დისკრედიტაცია, როცა დამალეს ის ნიმუშები, რომელიც აიღეს ოფიციალურად

0

მოხდა სამარცხვინო და შემაშფოთებელი ფაქტი და პოლონელმა ექიმებმა თავადვე მოახდინეს ამ პროცესის დისკრედიტაცია, როცა დამალეს ის ნიმუშები, რომელიც აიღეს ოფიციალურად, ჩვენი თანხმობის შემდეგ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.

„რაც შეეხება პოლონელი ექიმების ჩამოსვლას, ეს საკითხი არის ძალიან პოლიტიზებულია და სახეზეა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობები, უფრო ქვეყნის გარეთ, ვიდრე ქვეყნის შიგნით. ჯერ კიდევ შარშან ნოემბერში გვქონდა მსჯელობა ამის თაობაზე და იუსტიციის მინისტრმა საჯაროდ თქვა, რომ სააკაშვილის ოჯახს შეუძლია ჩამოიყვანოს ნებისმიერი ექიმი ნებისმიერი კლინიკიდან და რომ ჩვენ არავითარ ბარიერს არ შევუქმნიდით მათ. თვეების განმავლობაში ველოდით მათ ქმედით ნაბიჯებს, რომ ჩამოეყვანათ ექიმები. ბევრი სპეკულაცია იყო და ბოლოს, როგორც ვიცი, პოლონეთის საელჩო ჩაერთო ამ პროცესში და მათ ჩამოიყვანეს ექიმები. მას შემდეგ, რაც მათ გაიარეს კონკრეტული პროცედურები, ჩვენგან ერთგვარი კეთილი ნება დადასტურდა და გავუკეთეთ ერთგვარი ჟესტი. მინდა ვთქვა, რომ პოლონეთში ამჟამად არის საარჩევნო კამპანია და სააკაშვილთან დაკავშირებული გარკვეული ჯგუფები როგორც ჩანს აქტიურად განიხილავენ პოლონეთში სააკაშვილის პატიმრობის საკითხს. მათთვის ეს წმინდა შიდაპოლიტიკური საკითხია. როგორც ჩანს, ამას ემსახურება მათი ზედმეტი აქტიურობა. მე ეს ვიცი ჩვენი პოლონელი მეგობრებისგან – არ მინდა დეტალებში შევიდე, მაგრამ ჩვენგანაც ეს ერთგვარი ჟესტი იყო, მით უმეტეს რომ არაფერი გვაქვს დასამალი. მოხდა სამარცხვინო და შემაშფოთებელი ფაქტი და მათ თავადვე მოახდინეს ამ პროცესის დისკრედიტაცია, როცა დამალეს ის ნიმუშები, რომელიც აიღეს ოფიციალურად, ჩვენი თანხმობის შემდეგ. შესაძლოა, მათ ჰქონდათ სხვა განზრახვები. ამას დრო გვაჩვენებს – რა იდგა ნიმუშების დამალვის იდეის უკან, მაგრამ ჩვენ არავის აღარ მივცემთ უფლებას და საშუალებას, რომ ამ საკითხით დააბნიონ საზოგადოება და საერთაშორისო თანამეგობრობა შეიყვანონ შეცდომაში“, – აცხადებს ღარიბაშვილი.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России