Добавить новость
103news.com
World News
Июль
2023

ღარიბაშვილი: გაუგებარია, უკრაინის ხელისუფლებას რატომ რჩება დრო ჩვენი შიდა პოლიტიკისთვის

0
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის უმაღლესი რადის კრიტიკულ მიმართვასთან დაკავშირებით ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ რჩება ომში მყოფი ქვეყნის ხელისუფლებას ქართული შიდა პოლიტიკური საკითხებისთვის დრო.


„ჩემთვის აბსულუტურად გაუგებარია, უკრაინის ხელისუფლებას რატომ რჩება დრო, რომ ჩვენს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე გააკეთონ კონცენტრირება. ეს ხომ ძალიან ხელოვნურია და ეს ხომ კიდევ ერთხელ აძლიერებს თუნდაც კონსპირაციულ თეორიას, რომელიც ძალიან ბევრი მოგვისმენია ჩვენს ქვეყანაში თუ გარეთ. რატომ უნდა ჰქონდეს მოტივაცია უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ ჩვენს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე იყვნენ კონცენტრირებულნი მაშინ, როცა, რაც მე ჩამოგითვალეთ - 20 მილიონი უკრაინელის მიერ საკუთარი სახლის დატოვება, ტრილიონი დოლარის ზიანი, 20% ოკუპირებული ტერიტორიები... ჯერ მიხედონ საკუთარ თავს, მიხედონ საკუთარ ქვეყანას, საკუთარი ტერიტორიების დეოკუპაციას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.


მისივე მტკიცებით, უკრაინის ხელისუფლებას სჭირდება თავისი ინტერესების გამტარებელი ხელისუფლება საქართველოში და არა მოქმედი ხელისუფლება.


„ჩვენ მივხედავთ ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ჩვენი ხედვა გვაქვს, ჩვენი გეგმა გვაქვს და მივყვებით ამ გეგმას თანმიმდევრულად. ჩვენ არავის არც რჩევა და არც, მით უმეტეს, ჩარევა შიდა პოლიტიკურ საქმეებში არ გვჭირდება. ეს არის ყოვლად მიუღებელი“, - თქვა ღარიბაშვილმა.


უკრაინის უმაღლესმა რადამ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პარლამენტებს მიმართა ჰუმანიტარული აქტის განხორციელების აუცილებლობისა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თხოვნით.


მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებამ ბოლოს 3 ივლისს, თავის სასამართლო სხდომაზე დისტანციური ჩართვისას ნახა, - ამ კადრების გავრცელების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას უკრაინიდან ელჩის კონსულტაციებისთვის გაწვევისკენ მოუწოდა. საქართველოს ელჩმა გიორგი ზაქარაშვილმა უკრაინა დატოვა.


12 ივლისს სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ მოინახულა პოლონელი ექიმებისგან შემდგარმა ხუთკაციანმა ჯგუფმა.


სააკაშვილი სასჯელს იხდის სანდრო გირგვლიანის სიკვდილის გამო მსჯავრდადებულთა შეწყალებისა და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.


მიხეილ სააკაშვილი ყველა ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.


ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გადაიყვანეს კლინიკა „ვივამედში“, სადაც დღემდე იმყოფება.






Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России