Добавить новость
103news.com
World News
Июль
2023

„თავადვე მოახდინეს ამ პროცესის დისკრედიტაცია“ - ღარიბაშვილი პოლონელ ექიმებზე

0
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სამარცხვინოს და შემაშფოთებელს უწოდებს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტით მყოფი პოლონელი ექიმების მიერ სავარაუდოდ ნიმუშების მალულად გატანის მცდელობას.


„სამარცხვინოა რაც მოხდა, ვფიქრობ, შემაშფოთებელი ფაქტი. თავადვე მოახდინეს ამ პროცესის დისკრედიტაცია, როცა დამალეს ის ნიმუშები, რომლებიც მათ აიღეს ოფიციალურად, ჩვენი თანხმობის შემდეგ“, - თქვა ღარიბაშვილმა 15 ივლისს.


მისივე მტკიცებით, ექიმების ქმედება მიუთითებს, რომ პროცესი არის პოლიტიზებული და რა განზრახვა ჰქონდათ მათ, ამას დრო აჩვენებს.


ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლებას არაფერი აქვს დასამალი და სააკაშვილთან უცხოელი ექიმების შეშვება მისი კეთილი ნება იყო.


„ჩვენ აღარვის მივცემთ უფლებას და საშუალებას, რომ ამ საკითხით დააბნიონ საზოგადოება და საერთაშორისო თანამეგობრობა შეიყვანონ შეცდომაში. ეს იყო ჩვენგან ერთგვარი ჟესტი. ამის შემდეგ, ვფიქრობ, ზედმეტია ასეთი აქტიურობა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.


12 ივლისს პოლონელი მედიკოსების 5-წევრიანი ჯგუფი კლინიკა „ვივამედში“, პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილთან იმყოფებოდა.




14 ივლისს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ვიდეოკადრები, რომელშიც, მისივე განცხადებით, ასახულია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ, კლინიკა „ვივამედიდან“ პოლონელი ექიმების გამოსვლა. ამავე თემაზე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ პოლონელი ექიმი ცდილობდა სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის ფეხსაცმლის მეშვეობით, მალულად გატანას.






Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России