Добавить новость
103news.com
World News
Июль
2023

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტს სურს, პუტინს BRICS-ის სამიტზე ჩასვლა გადააფიქრებინოს

0
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი, სირილ რამაპოსა გამოიყენებს რუსეთ-აფრიკის სამიტს სანქტ-პეტერბურგში ივლისის ბოლოს და შეეცდება, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს გადააფიქრებინოს ჩასვლა იოჰანესბურგში - სწრაფად განვითარებადი ქვეყნების, ინდოეთის, ჩინეთის, რუსეთისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის გაერთიანების - BRICS-ის შეხვედრაზე.


ამის შესახებ წერს Financial Times-ი. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში პუტინის ჩასვლის სირთულეს იწვევს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ პუტინზე გაცემული დაპატიმრების ორდერი. მას ბრალად ედება უკრაინიდან რუსეთში ბავშვების უკანონო გაყვანა. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა იმ ქვეყნების რიგშია, რომლებმაც რომის სტატუტებს ხელი მოაწერეს, რაც მათ ავალდებულებს შეასრულონ სასამართლოს გადაწყვეტილება და დააკავონ პუტინი, ამ ქვეყანაში ჩასვლისას.


Financial Times-ი წერს, რომ რამაპოსამ პირდაპირ ისაუბრა პუტინთან საერთაშორისო სასამართლოს გამო შექმნილი პრობლემის შესახებ, რის თაობაზეც გაზეთს აცნობა ვიცე-პრეზიდენტმა, პოლ მაშატილემ, რომელმაც საუბრის დეტალები არ გაამხილა. ადრე მაშატილემ სამხრეთ აფრიკის გამოცემა News24-ს უთხრა, რომ ქვეყნის ხელისუფლება არწმუნებს პუტინს, არ ჩავიდეს იოჰანესბურგში აგვისტოს ბოლოს. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ უნდა დაიცვას საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება და დააპატიმროს პუტინი, მაგრამ ასეთი ნაბიჯი უაზრო იქნება, რადგან ქვეყანამ თვითონ მიიწვია ის ამ შეხვედრაზე.


Mail & Guardian-თან ინტერვიუში მაშატილემ ასევე თქვა, რომ რუსეთმა უარყო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტის თხოვნა, რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი ყოფილიყო არა პუტინი, არამედ საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი. ორგანიზატორებს სურდათ შეხვედრის ჩინეთში გადატანა, მაგრამ ინდოეთი და ბრაზილია წინააღმდეგი იყვნენ. რამაპოსამ ამასთან გამოაცხადა, რომ იოჰანესბურგის შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებდნენ ხუთი ქვეყნის - რუსეთის, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის, ინდოეთის, ჩინეთისა და ბრაზილიის მეთაურები. ამის თაობაზე კრემლმა განაცხადა, რომ პუტინის მონაწილეობის ფორმატი ჯერ არ არის განსაზღვრული.


იმის თაობაზე, რომ სამხრეთ აფრიკამ პუტინს თხოვნით მიმართა, არ ჩასულიყო, ამ ქვეყნის მედია მაისში იტყობინებოდა. გამოცემა Bloomberg-ის წყაროები ამტკიცებდნენ, რომ განიხილავენ ყველა ვარიანტს, რათა თავიდან აირიდონ პუტინის მიმართ საერთაშორისო სასამართლოს ორდენის შესრულება. უკრაინაში რუსეთის ჯარის შეჭრის შემდეგ შარშან თებერვალში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას არ დაუგმია მოსკოვის ქმედება და გამოაცხადა, რომ სურს შეინარჩუნოს ნეიტრალიტეტი და ემხრობა დიალოგს შეიარაღებული კონფლიქტის დასრულების მიზნით.


აშშ-მა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას ბრალად დასდო, რომ რუსეთს იარაღს აწვდის კეიპტაუნის სამხედრო-საზღვაო ბაზიდან. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ ბრალდება უარყო.


 






Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России