უკრაინაში ჩავიდა სამხრეთ კორეის პრეზიდენტი
სამხრეთმა კორეამ, რომელიც მსოფლიოში მეათე ადგილზეა იარაღის ექსპორტის მხრივ, ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა უკრაინას და ტანკები და ჰაუბიცები მიჰყიდა პოლონეთს, რომელიც უკრაინის საკვანძო მოკავშირეა რუსეთთან ომში.
ახლახან გავრცელდა ცნობა, რომ სეული კიევს განაღმვის აღჭურვილობას მიაწვდის. სამხრეთი კორეა, ამასთან, ნატოს ფონდის მონაწილეა, რომელიც უკრაინას უწევს მხარდაჭერას.
გაზაფხულზე სეულმა განაცხადა, რომ შეუძლია უკრაინას მიაწოდოს იარაღი, თუ მშვიდობიან მოსახლეობას სერიოზული საფრთხე შეექმნება.
მოსკოვმა გამოაცხადა, რომ რუსეთი გაითვალისწინებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, როცა საქმე შეეხება კორეის ნახევარკუნძულზე ვითარების მოგვარებას.
