ათენში აკროპოლისი დაიკეტა უპრეცედენტო სიცხისგან ტურისტების დასაცავად
მოხალისეები საბერძნეთის წითელ ჯვართან ერთად უფასო წყალს არიგებდნენ, ადგილზე გაგზავნეს პირველადი სამედიცინო დახმარების მუშაკები.
სინტაგმას მოედანზე ტემპერატურამ 45 გრადუსს მიაღწია, აკროპოლისის მიმდებარედ - 48 გრადუსს.
საბერძნეთის ეროვნულ მეტეოროლოგიურ სამსახურში აცხადებენ, რომ დღეიდან სიცხის ინტენსივობის შემცირებაა მოსალოდნელი, ხუთშაბათიდან კი ტემპერატურა კვლავ დაიწყებს მატებას ქვეყნის უმეტეს ნაწილებში.
