Добавить новость
103news.com
World News
Сентябрь
2023

პაატა კვიჟინაძის განცხადებით, პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭოში წარდგენილი კანდიდატურების გაწვევის უფლება არ აქვს, ამიტომ კომიტეტებმა ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურები განიხილეს და მხარი არ დაუჭირეს

0

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი პოლიტიკის კომიტეტებმა გაერთიანებულ სხდომაზე პრეზიდენტის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურები მათ დაუსწრებლად განიხილა, თუმცა მხარი არ დაუჭირა.

შესაბამისად, კომიტეტები წარდგენილ კანდიდატებთან დაკავშირებით პარლამენტს უარყოფითი დასკვნით მიმართავს.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა, წარმოუდგენელი იქნებოდა მხარი დაეჭირათ „ხალხისთვის, რომლებმაც უბრალოდ, [ინსტიტუციაც] არც დააფასა“.

ამასთან, კვიჟინაძე განმარტავს, რომ პრეზიდენტს არ აქვს კანდიდატურების უკან გაწვევის შესაძლებლობა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკის საბჭო ფუნქციონირებდეს, ამიტომ პრეზიდენტთან კონსულტაციების იმედი აქვს.

„ჩვენ როგორც კანონი ითვალისწინებს, სამი დღით ადრე დავდეთ საიტზე, შევატყობინეთ პრეზიდენტის ადმინისტრაციას, დაგვიდასტურეს მოსვლა თვითონაც და კანდიდატურების მოსვლაც. ყველაფერი მიდიოდა გეგმით, რადგან ჩვენ არ შეგვეძლო გადაგვედო, 2 კვირის ვადის შეზღუდვა გვაქვს, მაგრამ სამწუხაროდ, მოხდა ის რაც მოხდა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბრძანა რომ არ უჭერენ თუ გამოიწვევენ. არ არის კანონში, არც რეგლამენტში არსად, პრეზიდენტის წარმოდგენილი კანდიდატურების გაწვევა, ასეთი მექანიზმი არ არსებობს. ამიტომ ჩვენ განვიხილეთ და უბრალოდ, წარმოუდგენელი იქნებოდა მხარი დაგვეჭირა ხალხისთვის, რომლებმაც უბრალოდ არც დაგვაფასა და არც მოვიდნენ. არ დავუჭირეთ მხარი. თუმცა, აქვე ვაფიქსირებ, ჩვენ კომიტეტმა არ დავუჭრეთ, სესიას აქვს გადაწყვეტილების მიღების უფლება საბოლოოდ. მე იმედი მაქვს, წარმოუდგენელია პრეზიდენტს არ ესმოდეს, რომ თუ საბჭო არ იფუნქციონირებს რა იქნება, ამიტომ იმედი მაქვს, რაღაცნაირად შევთანხმდებით და ერთხელ მაინც გადადგამს ნაბიჯს, რომ კონსულტაციები გავწიოთ. თუ ეს არ იქნება არის გზები, რომელიც ბანკის ფუნქციონირებას ხელს არ შეუძლია”, – განაცხადა კვიჟინაძემ.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად ეროვნული ბანკის საბჭოში 9 წევრიდან 7 წევრია, რომელთაგან სამმა – საბჭოს ვიცე-პრეზიდენტებმა საბჭოდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღეს. მათი ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო სანქციებთან დაკავშირებით საგამონაკლისო წესის შემოღებაზე ნათია თურნავას ხელმოწერით გამოცემულ ბრძანებას უკავშირდება.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России