Добавить новость
103news.com
World News
Сентябрь
2023

პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოში ვაკანტურ ადგილებზე ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი აირჩია

0
პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით, 84 ხმით, ეროვნული ბანკის საბჭოში არსებულ ვაკანტურ ადგილზე ნანა ყეინიშვილი აირჩია, კიდევ ერთ ვაკანტურ ადგილზე 82 ხმით კი - თეიმურაზ ხომერიკი.


მანამდე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებმა  კანდიდატურების არჩევის საკითხზე პარლამენტს დღევანდელ სხდომაზე უარყოფითი დასკვნა წარუდგინეს.


კენჭისყრამდე, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, გაეწვია ეროვნული ბანკის საბჭოში ვაკანტურ ადგილებზე თავის მიერ წარდგენილი ორი კანდიდატურა. როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ უთხრა ჟურნალისტებს, პრეზიდენტი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას 19 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებამდე ამბობს უარს კანდიდატების წარდგენაზე. 


პარლამენტში პრეზიდენტს უპასუხეს, რომ მას კანდიდატურების გაწვევის უფლებამოსილება არ აქვს.




"არ არის კანონში, არც რეგლამენტში, არსად პრეზიდენტის წარმოდგენილი კანდიდატურების გაწვევა. ასეთი მექანიზმი არ არსებობს. ამიტომ ჩვენ განვიხილეთ და უბრალოდ, წარმოუდგენელი იქნებოდა, მხარი დაგვეჭირა ხალხისთვის, რომლებმაც უბრალოდ არც დაგვაფასა და არც მოვიდნენ. არ დავუჭირეთ მხარი. თუმცა აქვე ვაფიქსირებ: ჩვენ კომიტეტმა არ დავუჭირეთ, სესიას აქვს გადაწყვეტილების მიღების უფლება საბოლოოდ", - თქვა კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ.


სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს რამდენიმე დღის წინ შესთავაზა თეიმურაზ ხომერიკისა და ნანა ყეინიშვილის კანდიდატურები.



ნანა ყეინიშვილი 2012-2016 წწ. საქართველოს პარლამენტის წევრი იყო „ქართული ოცნებიდან". ის საქმიანობდა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობებზე. მან მმართველი პარტია 2016 წლის აგვისტოში დატოვა;
თეიმურაზ ხომერიკი სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისში საქმიანობს.


გუშინ, 20 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ ეროვნული ბანკის სამივე ვიცე-პრეზიდენტი გადადგა. ეროვნული ბანკი დატოვა სების პრეზიდენტის მრჩეველმაც.




 


რამდენიმე თვის განმავლობაში ეროვნული ბანკის 9-წევრიანი საბჭო მხოლოდ 7 წევრით იყო დაკომპლექტებული. ორი ადგილი ვაკანტური იყო. ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის თანახმად, თუ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა რაოდენობა 5-ზე ნაკლებია, ეროვნული ბანკის საბჭო არ არის უფლებამოსილი, შეასრულოს თავისი ფუნქციები. გუშინდელი, 20 სექტემბრის, მდგომარეობით, საბჭოში მხოლოდ 4 წვერი რჩებოდა: ნათია თურნავა, ეკა გალდავა, ეკა მიქაბაძე და რიჩარდ სინგლეტარი.


ეროვნული საბჭოს სამი ვიცე-პრეზიდენტისა და სების პრეზიდენტის მრჩევლის გადადგომის ფონი იყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.


14 სექტემბერს შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილ მაღალჩინოსანს, ივანიშვილების ოჯახთან დაახლოებულ „ქართველ-რუს ოლიგარქს“, ბიზნესმენ ოთარ ფარცხალაძეს, სანქციები დაუწესა. საქართველოს საბანკო სექტორმა, რომელიც საერთაშორისო საფინანსო სანქციებს ემორჩილება, ფარცხალაძეზე დაკისრებული სანქციები გაითვალისწინა და მას ანგარიშებზე წვდომა შეუზღუდა. თავდაპირველად, 17 სექტემბერს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებმა) თქვა, რომ ეს ასეც უნდა ხდებოდეს და ზოგადი მითითება ყველა სანქცირებულ პირზე ვრცელდება. ამაზე მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ სების გადაწყვეტილება „არაკონსტიტუციურია“. მეორე დღეს, 18 სექტემბერს, სების პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა ნათია თურნავამ ზუსტად ამ არგუმენტით გამოსცა ბრძანება და „გამონაკლისი“ დაუშვა. ბრძანების თანახმად, კომერციულ ბანკებს სებისგან მოეხსნათ სანქციების გავრცელების ვალდებულება საქართველოს მოქალაქეზე, თუკი მას საქართველოს სასამართლო სისტემაში არ აქვს ბრალი დამტკიცებული.


 


 






Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России