გერმანია მომავალ წელს უმასპინძლებს მოლაპარაკებას უკრაინის რეკონსტრუქციაზე
მოლაპარაკება ბერლინში გაიმართება, 2024 წლის 11 ივნისს, - დასძენს კანცლერი თავის განცხადებაში.
ბოლო ამგვარი კონფერენციის მასპინძელი ლონდონი იყო. ივნისის შეხვედრაში, რომელზეც რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინის რეკონსტრუქციის საკითხზე იმსჯელეს, მონაწილეობდნენ 60-ზე მეტი ქვეყნისა და ფინანსური ინსტიტუტების ლიდერები და წარმომადგენლები.
შოლცმა ზელენსკისთან 30-წუთიანი შეხვედრა გამართა გაეროს გენერალური ასამბლეის პარალელურად, 20 სექტემბერს.
