Добавить новость
103news.com
World News
Сентябрь
2023

რუსეთმა ქვეყნიდან ბენზინის გატანა აკრძალა - შეზღუდვა საქართველოსაც ეხება

0
21 სექტემბერს რუსეთის მთავრობამ აკრძალა საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტი. გადაწყვეტილება მიიღეს ქვეყნის შიგნით მოსავლის აღების პერიოდთან დაკავშირებით ფასების სტაბილიზაციისთვის. მიწოდების დეფიციტი გამოვლინდა სამხრეთის რეგიონებში და ანექსირებულ ყირიმში.


რუსეთის მთავრობის დადგენილების თანახმად, არსებობს რამდენიმე გამონაკლისი. მათ შორის, აკრძალვა არ შეეხება ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებს. აკრძალვის ვადები მითითებული არ არის.


სოხუმი და ცხინვალი მანამდეც აცხადებდნენ საწვავის ბაზარზე არსებულ „რთულ ვითარებაზე“. დეფიციტის მიზეზებს შორის ასახელებდნენ „რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გაზრდილ მოხმარებას, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების გეგმურ გაჩერებასა და მოსავლის აღების სეზონს“.


შეზღუდვა შეეხება საქართველოსაც. არსებული ინფორმაციით, რუსეთის წილი საქართველოს ბენზინისა და დიზელის იმპორტში წელს 80%-ს აჭარბებდა.


20 სექტემბერს რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა, რომ მინისტრები მზად არიან ფასების შემზღუდავი რადიკალური ზომებისთვის. მწარმოებლებისთვის რეგულაციების გამკაცრების ფონზე, პეტერბურგის ბირჟის მონაცემებით, საბითუმო ფასებმა კლება დაიწყო, თუმცა არ შეცვლილა საცალო გაყიდვებზე.


ფასის კლების ფონზეც კი Аи-92 ტიპის 1 ტონა ბენზინის გაცვლითი ფასი ხუთშაბათს 61,8 ათასი რუბლი (646 აშშ დოლარი) იყო. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და სატვირთო ავტომობილებისთვის საჭირო დიზელის საწვავი 71,8 ათასი რუბლი ღირს (740 აშშ დოლარი). ივლისის ბოლოს 1 ტონა დიზელი 57 ათას რუბლზე (580 აშშ დოლარი ) ნაკლები იყო, ანუ ფასი დაახლოებით 25 პროცენტით გაიზარდა.


„ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე ვახტანგ იობაშვილი აცხადებს, რომ რუსეთში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაძლებელია ახლო მომავალში საქართველოში საწვავის ფასმა კიდევ 10 თეთრით მოიმატოს.


"ჩვენთან გაძვირებულია საცალო ქსელში იმის გამო, რომ ზოგიერთი პარტია ჩავანაცვლეთ და შემოვიტანეთ ევროპის ქვეყნებიდან, განსაკუთრებით ფინეთიდან და ბულგარეთიდან და ბუნებრივია, ევროპის ქვეყნებში უფრო ძვირია. ჩვენ რუსეთიდან იმის გამო შემოგვქონდა, რომ უფრო იაფი წყაროა და მოგეხსენებათ, რომ ბიზნესი სადაც იაფს ნახავს, იქ შეიძენს პროდუქტს და აქედან გამომდინარე, საწვავის გაძვირების მიზეზი არის ის, რომ რუსეთიდან მოწოდების პრობლემა შეიქმნა", - ეუბნება "ინტერპრესნიუსს" ვახტანგ იობაშვილი.


საქართველოში ქსელურ ავტოგასამართ სადგურებში ბენზინი მაისიდან დღემდე დაახლოებით 70 თეთრით გაძვირდა.


 


 


 


 


 






Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России