Добавить новость
103news.com
World News
Сентябрь
2023

ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, რომელსაც თვენახევრის წინ, ფიზიკურად გაუსწორდნენ, გარდაიცვალა

0

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, 65 წლის ოთარ გელაშვილი, რომელსაც დაახლოებით, თვენახევრის წინ, ფიზიკურად გაუსწორდნენ, გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, ოთარ გელაშვილი შემთხვევის დღეს, რუსთავი-გაჩიანის ტერიტორიაზე უგონო მდგომარეობაში, საკუთარ ავტომანქანასთან იპოვეს. ის ჯერ რუსთავის კლინიკაში, შემდეგ კი თბილისში გადმოიყვანეს, თუმცა, მიყენებული დაზიანებები იმდენად მძიმე იყო, ის გუშინ, 20 სექტემბერს გარდაიცვალა.

მომხდარიდან მალევე, სამართალდამცავებმა ერთი პირი, 23 წლის სარქარ ჰუსეინოვი დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში დაკავებულის ადვოკატი, ზაზა ნაჭყებია აცხადებს, თავდასხმაში კიდევ ერთმა შესაძლო მონაწილემ კი საქართველოს ტერიტორია დატოვა.

ნაჭყებიას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გარდაცვლილს არ იცნობდა და ის მხოლოდ ირიბი ჩვენებების საფუძველზე დააკავეს.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ ამ ადამიანთან არანაირი შეხება არ მქონია, არც ცოცხალი, არც დაზიანებული არ მინახავსო. იმ დღეს, შემთხვევის ადგილს არც გავკარებივარო. ის რაღაც ირიბი ჩვენებების საფუძველზეა დაკავებული, შემთხვევიდან 3-4 დღის თავზე. სოფელში ვიღაცამ თქვა, რომ კულუმ ბაირამოვმა და სარქარ ჰუსეინოვმა ვიღაც მამაკაცი სცემეს, ეს რამდენიმემ გაიმეორა. საქმეზე რამდენიმე ექსპერტიზაა დანიშნული, რითაც გაირკვევა მტყუანიც და მართალიც. დაკავებულია მხოლოდ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი სარქარ ჰუსიენოვი, მას ბრალი წარდგენილი აქვს ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის, მაშინ როცა მას ბრალი წარუდგინეს, სასიკვდილო შედეგი დამდგარი არ იყო დამდგარი. სავარაუდოდ, მუხლი განსაკუთრებული სისასტიკით ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობით გადაკვალიფიცირდება. მეორე პირმა საქართველოს ფარგლები დატოვა, თურქეთში გაემგზავრა.

დაზარალებული თავდასხმის დღიდან გარდაცვალებამდე, თითქმის, თვენახევრის განმავლობაში კომაში, უგონო მდგომარეობაში იყო. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა არსებობს, რომ მას თავის ტვინის დაბეჟილობა, ფუძის მოტეხილობა ჰქონდა, აბსოლუტურად უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა“, – განაცხადა ნაჭყებიამ.

ადვოკატის განმარტებით, ბრალში თავდასხმის მოტივად შურისძიებაა მითითებული.

არსებული ინფორმაციით, თავდასხმა ოთარ გელაშვილის აკადემიურ საქმიანობას არ უკავშირდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე ერთი პირი სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით არის დაკავებული, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ბრალი შესაძლოა, გადაკვალიფიცირდეს.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России