Добавить новость
103news.com
World News
Сентябрь
2023

სალომე სამადაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ საბოლოოდ გააფორმა ეროვნული ბანკის დამოუკიდებელი სტატუსის გაუქმება

0

„ქართულმა ოცნებამ“ საბოლოოდ გააფორმა ეროვნული ბანკის დამოუკიდებელი სტატუსის გაუქმება – ეს ნიშნავს, რომ თურნავას ბრძანება არ გაუქმდება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს აყენებს საფრთხის ქვეშ, ამაზე გაგვაფრთხილა სახელმწიფო დეპარტამენტმა,- ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ეროვნული ბანკის გარშემო მიმდინარე მოვლენები საფრთხეს უქმნის სტატუსის მიღების შესაძლებლობასაც, რადგან ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ინსტიტუციების დამოუკიდებლობის ხელშეწყობაა.

„დღევანდელი გადაწყვეტილებით, „ქართულმა ოცნებამ“ საბოლოოდ გააფორმა ეროვნული ბანკის დამოუკიდებელი სტატუსის გაუქმების პროცესი. ამიტომ არის კობახიძე კმაყოფილი, რადგან რუსული დავალება რაც აქვთ არის, რომ შეუძლებელი გახადოს სტატუსის მონიჭება ევროკავშირმა, რადგან ინსტიტუციების დამოუკიდებლობა და დეოლიგარქიზაცია არის ორი მთავარი მოთხოვნა ევროკავშირის. „ქართულმა ოცნებამ” დღეს წარმატებით გააფორმა ამ მიმართულებით უკან გადადგმული დიდი ნაბიჯი. ეს ნიშნავს სახელმწიფოს გაუქმებას ჩვენს ქვეყანაში და ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილება, რომელიც თურნავამ მიიღო, არ გაუქმდება, რაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აყენებს საფრთხის ქვეშ, რაზე გაგვაფრთხილა სახელმწიფო დეპარტამენტმა, როდესაც გვითხრა, რომ სანქციებს ვინც არ ემორჩილება, ქმნის საფრთხეს, რომ გახდეს სანქციების სამიზნე. რაც შეეხება კანდიდატებს, ხომერიკზე მე ვერ ვიტყვი ვერაფერს, რადგან პროფესიულ წრეებში მას როგორც ჩანს, აქვს მეტ-ნაკლებად პოზიტიური რეპუტაცია, რაც შეეხება ყეინიშვილს, მისი, მისი ოჯახის ბიოგრაფია იძებნება, ჩემთვის გაუგებარია, საერთოდ, როგორ შეიძლებოდა ამ პოსტზე მსგავსი პიროვნების დასახლება. თუმცა, გასაგებია, „რუსულმა ოცნებამ“ რატომ დაამტკიცა სიხარულით ეს ქალბატონი, რადგან გარდა საეჭვო ფინანსური გარიგებებისა, მისი ოჯახი პირდაპირ მხილებულია რუსეთთან კავშირებში, ასე რომ „ქართული ოცნებისთვის“ ეს ძალიან ლოგიკურია”, – განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის საბჭოს არსებულ ორ ვაკანტურ ადგილზე პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი აირჩია.

ნანა ყეინიშვილის კანდიდატურას 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო თეიმურაზ ხომერიკს უმრავლესობის 82-მა წევრმა.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტის ორმა კომიტეტმა კანდიდატურების არჩევის საკითხი დღევანდელ სხდომაზე განიხილა და პარლამენტს უარყოფითი დასკვნა წარუდგინა. საკომიტეტო განხილვას თავად კანდიდატები არ ესწრებოდნენ.

თავის მხრივ, პრეზიდენტს მის მიერ წარდგენილი კანდიდატების პარლამენტიდან უკან გაწვევა სურდა, თუმცა უმრავლესობის წევრების განცხადებით, სალომე ზურაბიშვილს ამის უფლება არ ჰქონდა.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России