პუტინის შუერაცხყოფისა და ანტისაომარი პოსტებისთვის პროკურატურა კიროვის მკვიდრ, რიჩარდ როუზისთვის 8 წლით პატიმრობას ითხოვს
განსასჯელმა უარი თქვა სასამართლოში ბოლო სიტყვაზე.
როუზის წინააღმდეგ საქმის მიზეზი, როგორც მისმა მეუღლემ მარიამ განუცხადა „ნასტოიაშჩეე ვრემიას“, სოციალურ ქსელში მის მიერ ომის საწინააღმდეგო პოსტების გამოქვეყნება გახდა.
კერძოდ, 24 თებერვალს, ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე, მამაკაცმა დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში. მოგვიანებით თავის პოსტებში მან პუტინს ტერორისტი უწოდა და ასევე გამოაქვეყნა უკრაინულ ანსამბლ „ოკეან ელზის“ ლიდერ, სვიატოსლავ ვაკარჩუკის ციტატა, რომ „პუტინის შეჩერება მხოლოდ მისი ფიზიკური მკვლელობით შეიძლება“.
რიჩარდ და მარია როუზი 2022 წლის აპრილში დააპატიმრეს. აპრილის შუა რიცხვებიდან რიჩარდ როუზი იზოლაციაში იმყოფება და ზეწოლასა და მუქარაზე წერს. სწორედ მასზე გამოყენებული წამების გამო, როგორც მისმა მეუღლემ უთხრა, რიჩარდ როუზმა მის მიმართ წაყენებულ ბრალდებაში თავი დამნაშავედ სცნო.
