Добавить новость
103news.com
World News
Сентябрь
2023

სანქცირებულ ავიაკომპანია „Россия-ს" თბილისში ფრენა სურს

0
მოსკოვის "შერემეტიევოს" აეროპორტის ვებსაიტზე გამოჩნდა ინფორმაცია თბილისის მიმართულებით 14 ოქტომბრიდან ავიაკომპანია „Россия-ს" რეისების შესახებ. გამოქვეყნებულ ცნობაში ჩანს ყოველდღიური რეისები - დღე-ღამეში ორჯერ, 00:45 და 09:35 საათებზე.


ამასთან, "Россия-მ", შესაძლოა, ბათუმის მიმართულებითაც იფრინოს კვირაში სამჯერ - ოთხშაბათს, შაბათსა და კვირას, დილის 10:30 საათზე. "შერემეტიევოს" აეროპორტის მონაცემებით, პირველი რეისის შესრულება 14 ოქტომბრიდანაა შესაძლებელი.


„ნებართვის მიღების შემთხვევაში, ავიაკომპანია „Россия“ მზად იქნება ფრენები დაიწყოს ამ (მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის რედ.) და სხვა მიმართულებებით“, - განუცხადეს РБК-ს ავიაკომპანიის პრესსამსახურში. ავიაკომპანიის წარმომადგენელმა დამატებით კომენტარზე უარი თქვა.


ავიაკომპანია „Россия“ ევროკავშირის სანქციების შავ სიაშია. საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ განუცხადებია, რომ ქვეყანაში ფრენის ნებართვას არ მისცემს კომპანიებს, რომლებიც დასავლეთის ქვეყნების სანქციების ქვეშ არიან.


საქართველოში ავიაკომპანია „Россия -ს" ფრენის ნებართვა მიღებული არ აქვს.


განახლება


ამ თემაზე განცხადება გაავრცელა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ. ის აღნიშნავს, რომ ავიაკომპანია „Россия“-ს ორჯერ უთხრა უარი საქართველოში ოპერირებაზე.




ამჟამად რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირ რეისებს ახორციელებენ ავიაკომპანიები „აზიმუტი“ (მოსკოვი-თბილისი-მოსკოვი), Georgian Airways-ი (თბილისი-მოსკოვი-თბილისი) და Red Wings-ი (მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვი, სოჭი-თბილისი-სოჭი).


ივლისის დასაწყისში რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ ("როსავიაცია") რუსეთისა და საქართველოს ქალაქებს შორის კვირაში 284 ფრენის ნებართვა დაამტკიცა. ნებართვების უმეტესობა ავიაკომპანია Red Wings-ზე იყო გაცემული. საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ განაცხადა, რომ ავიაკომპანიებს ფრენის უფლებით სარგებლობა მხოლოდ რიგი დამატებითი პირობების შესრულების შემდეგ შეეძლებათ.


ვაშინგტონი, ევროკავშირის ქვეყნები და კიევი საქართველოს აკრიტიკებენ რუსეთთან ფრენების აღდგენის გამო.






Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России