ბელარუსის ყოფილმა სპეცრაზმელმა ქვეყანაში "სიკვდილის ესკადრონის" არსებობის შესახებ განაცხადა
BBC-ის რუსული სამსახური აღნიშნავს, რომ ეს ჩვენება არის პირველი ოფიციალური დადასტურება ბელარუსის უსაფრთხოების ძალების დანაშაულში მონაწილეობის შესახებ.
გარავსკის მოთხრობის თანახმად, 1999 წელს მან პირადად დააკავა ორი ცნობილი ბელორუსი ოპოზიციონერი, ვიქტორ გონჩარი და იური ზახარენკო, ასევე ბიზნესმენი ანატოლი კრასოვსკი. სამივე შემდეგ გაუჩინარდა.
მათი გაუჩინარების ირგვლივ ბელარუსის ხელისუფლების მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ შედეგი არ გამოიღო. გარავსკიმ დაადასტურა ის, რასაც ბელორუსი ოპოზიციონერები ამბობენ ოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში, რომ რეჟიმის სამივე ოპონენტი მოკლულია.
სასამართლოში, ყოფილმა სპეცრაზმელმა დაასახელა იმ პირის სახელი, რომელმაც პირადად ესროლა პისტოლეტიდან გონჩარს, ზახარენკოს და კრასოვსკის. ეს პირი არის SOBR-ის მეთაური დიმიტრი პავლიჩენკო. თავად გარავსკი, მისი თქმით, მონაწილეობდა მხოლოდ ოპოზიციონერების დაკავებაში და მინსკიდან მათ გაყვანაში იმ ადგილზე, სადაც ისინი საბოლოოდ მოკლეს.
SOBR-ის მეთაური დიმიტრი პავლიჩენკო, რომლის წინააღმდეგაც იური გარავსკიმ ჩვენება მისცა, - ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში, გადადგა, მაგრამ 2020 წელს, ლუკაშენკას რეჟიმის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო გამოსვლების დროს, იგი შენიშნეს იმ სპეცრაზმის მეთაურის როლში, რომელიც დემონსტრანტებსს არბევდა.
