Добавить новость
103news.com
World News
Сентябрь
2023

თუ დახმარებას არ მივიღებთ, ომს წავაგებთ, - უთქვამს ზელენსკის აშშ-ში

0
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხუთშაბათს ვაშინგტონში ამერიკელ პოლიტიკოსებთან მართავს შეხვედრების სერიას, რომელიც უკრაინისთვის იარაღის ახალი მიწოდების უზრუნველყოფას და შეერთებული შტატების მხრიდან კიევისადმი მხარდაჭერის გაგრძელებას ისახავს მიზნად.


ზელენსკი ეწვია აშშ-ს კონგრესს, სადაც შეხვდა როგორც იმ კანონმდებლებს, რომლებიც მხარს უჭერენ ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკას, ასევე უფრო სკეპტიკურ განწყობილ რესპუბლიკელებს.



პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობს მიაღწიოს უკრაინის დასახმარებლად კონგრესისგან დამატებით 24 მილიარდი დოლარის გამოყოფას. რიგი რესპუბლიკელები წარმომადგენელთა პალატაში და სენატში ეჭვქვეშ აყენებენ ამის საჭიროებას. წარმომადგენელთა პალატის კევინ მაკკარტიმ თქვა, რომ ვერ დაჰპირდა ზელენსკის, რომ მოთხოვნა დაკმაყოფილდებოდა. "არის თუ არა ანგარიში უკვე გამოყოფილი თანხების შესახებ? არსებობს თუ არა გამარჯვების გეგმა? ვფიქრობ, რომ ამერიკელებს სურთ ამის ცოდნა," - განაცხადა მაკკარტიმ, რომელმაც უკრაინის პრეზიდენტთან გამართულ მოლაპარაკებებს, შეხვედრის შემდეგ, "კარგი" და "პროდუქტიული" უწოდა."


როგორც სენატში დემოკრატიული უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა აღნიშნა, ვოლოდიმირ ზელენსკის მისთვის უთქვამს, რომ თუ უკრაინა დახმარებას არ მიიღებს, შეიძლება მან ომი წააგოს. კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა მაიკლ მაკკოლმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა შეხვედრაზე, პირიქით, გამოხატა რწმენა გამარჯვებაში, რომლის ნაწილი უნდა გახდეს შეერთებული შტატების მიერ ახალი დახმარების გამოყოფა.



მაკკოლის თქმით, უკრაინის ლიდერმა უპირველეს ყოვლისა მოითხოვა F-16-ი კლასის გამანადგურებლებისა და შორეული რადიუსზე მოქმედების ATACMS-ის რაკეტების მიწოდება.


კაპიტოლიუმის მონახულების შემდეგ ზელენსკი პენტაგონში გაემგზავრა, სადაც აშშ-ის თავდაცვის მინისტრს, ლოიდ ოსტინთან გამართავს მოლაპარაკებებს.



ზელენსკი ასევე შეხვდება აშშ-ს პრეზიდენტს ჯო ბაიდენს. რადიოსადგურ „ამერიკის ხმის“ თანახმად, ბაიდენი გეგმავს ხუთშაბათს გამოაცხადოს უკრაინისთვის 325 მილიონი დოლარის მოცულობის სამხედრო დახმარების პაკეტის მიწოდება. ამასთან, როგორც CNN-ის, ისე გამოცემა Politico-ს წყაროთა ცნობით, დახმარების ახალ პაკეტში კვლავ არ იქნება შორ, დაახლოებით 300 კილომეტრის მანძილზე მოქმედი სარაკეტო კომპლექსები (ATACMS), რომლებსაც უკრაინა დიდი ხანია ითხოვს.




 






Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России