Добавить новость
103news.com
World News
Сентябрь
2023

ყარაბაღში საწვავის აფეთქებას მინიმუმ 125 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია

0
25 სექტემბერს მთიან ყარაბაღში მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 125 ადამიანი დაიღუპა, განაცხადა სამშაბათს სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა ანაჰიტ ავანესიანმა.


 


კიდევ 67 დაშავებული ერევნის დამწვრობის ეროვნულ ცენტრში იმყოფება, მათი უმეტესობის მდგომარეობა მძიმე ან უკიდურესად მძიმეა.


 


წინა ღამით ძლიერი აფეთქება მოხდა ქალაქ სტეფანაკერტის (აზერბაიჯანული სახელწოდება ხანკენდი) მახლობლად მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე, სადაც სავარაუდოდ ბენზინს ურიგებდნენ ლტოლვილებს, რომლებიც სომხეთში გამგზავრებას ცდილობდნენ. წინასწარი მონაცემებით, აფეთქდა ბენზინის გადამზიდი, რომელშიც საწვავი იყო. რამ გამოიწვია აფეთქება, ჯერჯერობით უცნობია.


19 სექტემბერს აზერბაიჯანმა სამხედრო ოპერაცია დაიწყო სუვერენიტეტის აღდგენის მიზნით მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე, სადაც ათიათასობით ეთნიკური სომეხი ცხოვრობს. 20 სექტემბერს არაღიარებული რეგიონის ხელმძღვანელობამ კაპიტულაცია მოახდინა ბაქოს პირობებით. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ გამოაცხადა მზადყოფნა, მოლაპარაკებები აწარმოოს ყარაბაღის სომეხი მოსახლეობის რეინტეგრაციის საკითხზე.


 


ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აზერბაიჯანის ხელისუფლებისა და სომხური მოსახლეობის წარმომადგენლებმა გამართეს ორი შეხვედრა, რომლებზეც, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილეს იმ მცხოვრებთა უფლებების დაცვის საკითხები, რომლებმაც ყარაბაღში დარჩენა გადაწყიტეს. კონკრეტული ნაბიჯები ჯერ არ გამოცხადებულა.


 


ბოლო მონაცემებით, თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში უკვე გადავიდა 19 ათასი მცხოვრები, რომლებსაც არ სურთ ბაქოს იურისდიქციის ქვეშ ყოფნა. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ქვეყანა მზად არის, მიიღოს ყარაბაღის 40 ათასი მოსახლე. ამავე დროს, მან აზერბაიჯანის ხელისუფლება „ეთნიკურ წმენდაში“ დაადანაშაულა.


 


საერთაშორისო სამართლის მიხედვით ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად ითვლება. რეგიონის მოსახლეობა ძირითადად ეთნიკური სომხები არიან. 1990-იანი წლების დასაწყისიდან ბაქო არ აკონტროლებდა ტერიტორიის დიდ ნაწილს, სადაც პერიოდულად იფეთქებდა ხოლმე შეიარაღებული კონფლიქტები. სომხური თემის წარმომადგენლებმა გამოაცხადეს დამოუკიდებელი რესპუბლიკა, რომელიც არც ერთმა ქვეყანამ, მათ შორის არც სომხეთმა არ აღიარა.






Губернаторы России





Губернаторы России
103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.com — международная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России