Добавить новость
103news.com
World News
Ноябрь
2023

ზურაბიშვილი: რუსეთმა უნდა აღიაროს, რომ აქვს საზღვრები, როგორც სხვა ქვეყნებს

0
რუსეთმა უნდა აღიაროს, რომ, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანას, აქვს საზღვრები, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარიზის მშვიდობის ფორუმზე. 


პანელზე „მულტიკრიზისებიდან მულტიკონფლიქტებამდე: როგორ შევაჩეროთ მანკიერი წრე“, ზურაბიშვილმა თქვა, რომ ქართველების უმრავლესობა ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა უსაფრთხოების გამო.


პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა ახლახან მოკლა საქართველოს მოქალაქე, კიდევ ერთი მძევლად აიყვანა, ასევე, ოკუპირებულ აფხაზეთში შავ ზღვაზე სამხედრო ბაზას აშენებს საკუთარი ფლოტისთვის.


„ეს არის რუსეთი. იმედი კი ევროკავშირშია და ქართველებს ამაში ეჭვი არ ეპარებათ“.


მისივე თქმით, ფაქტია, რომ რუსეთი არ იცვლება და რჩება იმპერიულ ძალად, რასაც უკვე დასავლეთიც მიხვდა.  


„სთხოვეთ ნებისმიერ რუსს, დახაზოს თავისი ქვეყნის რუკა. ზოგი შეიყვანს უკრაინა, ზოგი - საქართველოს. ზოგიც სხვა ქვეყანას. მათ არ იციან [სად გადის საზღვრები] და ჩვენი და ევროკავშირის ვალია დავრწმუნდეთ, რომ რუსეთმა ეს გაიგოს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


მისივე თქმით, როდესაც მოლაპარაკებები გაიმართება, ყველა უნდა დარწმუნდეს, რომ რუსეთი დატოვებს ყველა ოკუპირებულ ტერიტორიას, რაც იქნება მეზობლებთან ურთიერთპატივისცემის და თანამშრომლობისა დასაწყისი, რაც აუცილებლობაა.



პარიზის მშვიდობის ფორუმი 10 ნოემბერს გაიხსნა და 11 ნოემბერსაც გაგრძელდება. ფორუმის მონაწილეთა შორის არიან ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, ახალი ზელანდიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჯასინდა არდერნი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.


სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესის ჩავარდნის შემდეგ, ეს პრეზიდენტის პირველი ვიზიტია საზღვარგარეთ.






საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ზურაბიშვილს ვიზიტთან დაკავშირებით მთავრობისთვის არ მიუმართავს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, რომ პრეზიდენტს მთავრობისგან ვიზიტზე თანხმობა არ მოუთხოვია.






Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России