კანადამ სანქციები დაუწესა არაერთ რუსულ მედიასა და მომღერალ ჟასმინს
სანქცირებულ რუსულ მედიას შორის არიან გაზეთი "იზვესტია", "საპარლამენტო გაზეთი, სატელევიზიო არხი REN-TV და არხი, ასევე პროექტი Russia beyond media, რომელიც ბეჭდურ დანართებს აკეთებს რუსეთის შესახებ გავლენიანი მსოფლიო გაზეთებისთვის. გარდა ამისა, სიაში შედის პარტია "ედინაია როსსიას" მიერ დაარსებული სოციალური კონსერვატიული პოლიტიკის ცენტრი და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფო და სამართლის ინსტიტუტი.
სანქციების სიებში შემავალ ფიზიკურ პირებს შორის არიან რუსეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი იგორ ივანოვი, რუსეთის ისტორიული საზოგადოების თანათავმჯდომარე და ახალი სკოლის ისტორიის სახელმძღვანელოს თანაავტორი (ვლადიმერ მედინსკისთან ერთად) ალექსანდრე ჩუბარიანი, მომღერალი „ჟასმინი“ (სარა შორი) და სხვები.
"ჩვენ გვჯერა, რომ რუსეთის ფედერაციის მოქმედება წარმოადგენს მშვიდობისა და უსაფრთხოების უხეშ დარღვევას, რამაც სერიოზული საერთაშორისო კრიზისი გამოიწვია", - აღნიშნულია კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ამ დროისთვის კანადის სანქციების ქვეშ475 რუსული კომპანია და 1,370 პირი იმყოფება.
