103news.com
World News
Январь
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22
23
24
25
26
27
28
29
30
31

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აქტივისტი მიხეილ მუმლაძეს 2500 ლარით დააჯარიმა

0
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მანანა ნიკაჭაძემ 22 იანვარს იმსჯელა სამოქალაქო აქტივისტის, მიხეილ მუმლაძის საქმეზე და იგი 2500 ლარით დააჯარიმა.


მუმლაძეს, 28 ნოემბერს, ქუთაისში პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან გამართული აქციისას პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.


მიხეილ მუმლაძის თქმით, პოლიცია ამტკიცებს, რომ დაკავების ოქმი შედგა სამი პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის, სასამართლომ კი გზის გადაკეტვისთვის დააჯარიმა:


"ცირკი შაპიტო გრძელდება. დაკავების ოქმი შედგენილი იყო სამი პოლიციელის გინებაზე, დღეს ისე გამოვიდა, რომ გზის გადაკეტვისთვის დამიწერეს 2 500 ლარი", - ამბობს ის.


როგორც მიხეილ მუმლაძის ადვოკატი, ვალერი თევდორაძე ამბობს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკურია და იმ ხაზს მიყვება, რაც სასამართლოებს აქვთ პროევროპულ დემონსტრაციებზე დაკავებულთა მიმართ:


"მაქსიმალური სიმკაცრე, თვალის დახუჭვა პოლიციის უკანონო ქმედებებზე, არასათანადოდ შედგენილ დოკუმენტებზე, მთავარია შედგენილი იყოს რაიმე სახის ოქმი და მთავარია რომელიმე პოლიციელმა რაიმე დაადასტუროს. ის, რომ წარმოდგენილი ვიდეომტკიცებულებები საწინააღმდეგო შინაარსისაა, სასამართლო მნიშვნელობას აღარ ანიჭებს".


უფლებადამცველის თქმით, მიხეილ მუმლაძის მიმართ შედგენილ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში მითითებული იყო, რომ პოლიციელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაკავებისას წინააღმდეგობა გაუწია და აქტივისტს ედავებოდნენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 173-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევას.


"რეალურად საქმის წარმოების დროს პოლიციამ ეს ვერ დაადასტურა. დღევანდელ განხილვაზე პოლიციელები ამბობდნენ, რომ მუმლაძემ მრავალჯერ გადაკვეთა გზა თვითნებურად ქვეითთა გადასასვლელზე. დასაბუთების ჩაბარების შემდეგ გვეცოდინება, რეალურად რას ეყრდნობა სასამართლო უარყოფითი გადაწყვეტილების გამოტანისას", – ამბობს ვალერი თევდორაძე და დასძენს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ სააპელაციო სასამართლოში.


ადვოკატ ვალერი თევდორაძის თქმით, 28 ნოემბერს არ არსებობდა მუმლაძის დაკავების სამართლებრივი საფუძველი და დაკავების პროცესი იყო ძალადობრივი, რის შემდეგაც მუმლაძეს სხეულზე ეტყობოდა დაკავების დროს მიღებული დაზიანებების კვალი.


მიხეილ მუმლაძე, 10–ზე მეტმა პოლიციელმა ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე ქვეითთა გადასასვლელზე დააკავა ძალის გამოყენებით.


 




Губернаторы России
Москва

Собянин рассказал об оснащении московских поликлиник





Москва

В Подмосковье сотрудники Росгвардии задержали подозреваемого в краже денежных средств с чужой банковской карты


Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media
Москва

Мэр Москвы открыл учебно-практический полигон для студентов колледжей



103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 103news.com — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости

Пётр Чайковский

В Барнауле покажут балет "Щелкунчик" – самое волшебное произведение Петра Чайковского




Спорт в России и мире

Алексей Смирнов – актер, которого, надеюсь, еще не забыли

«Команда МАТЧ» примет участие в Московском зимнем фестивале школьного спорта

Юнитрамп: инновации в производстве игровых и спортивных комплексов

Героем рубрики «Знай наших» стал сотрудник вневедомственной охраны лейтенант полиции Сергей Мох


ATP

Александр Зверев и Хольгер Руне сыграют на турнире ATP-500 в Рио-де-Жанейро



Новости Крыма на Sevpoisk.ru


Москва

Суд продлил арест еще трем фигурантам дела о мошенничестве с квартирой Долиной



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России