Добавить новость
103news.com
World News
Март
2025

„პუბლიკის“ ნაცემი ჟურნალისტი სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო

0

„პუბლიკის” ჟურნალისტი, ალექსანდრე ქეშელაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ენუქიძემ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი შენიშვნა გამოუცხადა. წვრილმანი ხულიგნობის ნაწილში საქმის წარმოება შეწყვიტა. ამ ორი მუხლით ედავებოდა შსს-ს 29 ნოემბერს ღამით დაკავებულ და ნაცემ ჟურნალისტს.
ალექსანდრე ქეშელაშვილის დაკავების ოქმი 29 ნოემბრის 01:55 საათზეა შედგენილი.
საუბარია 28 ნოემბრის ღამეს განვითარებულ მოვლენებზე, პროტესტზე, რომელზეც ხალხი სპონტანურად შეიკრიბა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების საპასუხოდ. იმ დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა:„მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი“.
რეპორტიორი სანდრო ქეშელაშვილი საპროტესტო აქციას აშუქებდა, რა დროსაც ის ნიღბიანებმა დააკავეს და სასტიკად სცემეს. პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ მას უთხრეს, რომ დაკავებულია სამართალდარღვევისთვის.
ჟურნალისტი იმ დღეს საბოლოოდ საავადმყოფოში მოხვდა - გატეხილი ცხვირით, რომელზეც ოპერაცია გაუკეთეს. ჟურნალისტზე ძალადობის საქმეზე გამოძიება დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა. დამნაშავე ნაპოვნი არაა. ჟურნალისტს დაზარალებულის სტატუსი აქვს. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაასკვნა, რომ მას ჟურნალისტურ საქმიანობაში შეუშალეს ხელი.
ბრალდებამ სასამართლო პროცესზე ორი მოწმე გამოიძახა. ორივე პოლიციელი - 27 წლის თამაზ თავაძე და 23 წლის გიგი ბობოხიძე. მათ მოჰყვნენ, რომ ჭიჭინაძის ქუჩაზე პოლიციელების რამდენიმემწკრივიანი კორდონის უკან იდგნენ. მათ გაიგონეს და დაინახეს, როგორ იგინებოდა ჟურნალისტი სხვებთან ერთად და ცდილობდა სპეცრაზმელთა რიგის გარღვევას.
პოლიციელების სასამართლოში ბევრი ერთმანეთისგან შეუსაბამო რამ თქვეს და ფაქტებიც დაამახინჯეს.
პირველი - მათ დაინახეს, როგორ იგინებოდა ჟურნალისტი და ცდილობდა სპეცრაზმელთა რიგის გარღვევას. თამაზ თავაძის თქმით, ახსოვს, როგორ გამოიყურებოდა დაკავებული - „წვერი ჰქონდაო“. გიგი ბობოხიძემ კი ტუჩების მოძრაობით დაასკვნა, რომ ჟურნალისტი იგინებოდა.

სინამდვილეში, ალექსანდრე ქეშელაშვილს დაკავების მომენტში თავზე ჩაფხუტი ეხურა და აირწინაღი ეკეთა, ანუ სახე არ უჩანდა. ეს გამოჩნდა დაცვის მხარის მიერ წარდგენილ ვიდეო- და ფოტომასალებშიც.
მეორე - შსს-ს სასამართლოსთვის ვიდეოები არ წარუდგენია, უწყების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ სამხრე კამერები ალექსანდრე ქეშელაშვილის დაკავებისას დამჯდარი იყო. პოლიციელებმა კი მოსამართლეს უთხრეს, იმ მომენტში სამხრე კამერები საერთოდ არ გვქონიაო: „აქციების დროს გვიტყდება და გვეკარგებაო“.მესამე - პოლიციელმა, გიგი ბობოხიძემ თავდაპირველად თქვა, რომ იცოდა ალექსანდრე ქეშელაშვილის პროფესიის შესახებ. „ვინაიდან ჟურნალისტია, წინა მხარეს ცდილობდა ყოფილიყო“. მოსამართლის დამაზუსტებელ კითხვაზე, იცოდა თუ არა, რომ ჟურნალისტი იყო, უპასუხა - „აქციებზე ხშირად ვარ და ჟურნალისტებს ვცნობ სახეზე... თუმცა აქციაზე არ გამიგია, მერე გავიგე მისი ჟურნალისტობა, დაკავების შემდეგ გეუბნები“. თამაზ თევზაძემ კი თქვა, რომ მას არაფერმა არ მიანიშნა, რომ ალექსანდრე ქეშელაშვილი ჟურნალისტი იყო და აქციას აშუქებდა.

ამ თემაზე წაიკითხეთ დეტალურად სტატია: მსხვერპლის გასამართლება - რა მოიტყუეს პოლიციელებმა „პუბლიკის“ ჟურნალისტის პროცესზე?







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России