Добавить новость
103news.com
World News
Март
2025

პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელი 2000 ლარით დააჯარიმეს

0

ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი 2000 ლარით დააჯარიმა. მოსამართლე სალიხ შაინიძემ მიიჩნია, რომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი არ დაემორჩილა პოლიციელის „კანონიერ მოთხოვნას“ და დაარღვია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილი.
გადაწყვეტილების გამოცხადების დროს ისმოდა შეძახილები: „უსამართლო სასამართლო!“ „ხალხის ძალის გეშინოდეს!“

წინა სხდომაზე მოსამართლე შაინიძემ თავად განაცხადა, რომ აღარ სჭირდებოდა მოწმეების დაბარება სასამართლოში, რადგან წარდგენილი მტკიცებულებებით ისედაც დაინახა, რომ მზია ამაღლობელი არც სიტყვიერ შეურაცხყოფას არ აყენებდა პოლიციელებს და „დამკავებელი პოლიციელიც“ არ იყო ის, ვინც ოქმშია მითითებული.
დაკავების ოქმს მზია ამაღლობელის საქმეზე პოლიციის უფროსის მოადგილე გოჩა ვანაძე აწერს ხელს. კადრებში კი ჩანს, რომ ამაღლობელი დააკავა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა გრიგოლ ბესელიამ. ოქმში წერია, რომ ამაღლობელი დააკავეს პოლიციის შეურაცხყოფის გამო, როცა კადრებიდან ირკვევა, რომ იგი სტიკერის გაკვრისათვის დააკავეს. სწორედ ამის გამო უწოდებენ გამოცემა „ბათუმელები“ და პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელის ადვოკატები პირველი დაკავების ოქმს „გაყალბებულს“.
მზია ამაღლობელის საქმემზია ამაღლობელი ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს 11 იანვარს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, - უკვე 12 იანვარს, - ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო, რაც იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს.
პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი დაკავებიდან 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. შიმშილობის 24-ე დღეს იგი კლინიკაში გადაიყვანეს და ციხეში მხოლოდ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ დააბრუნეს.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России