Добавить новость
103news.com
World News
Март
2025

რუბიო და უოლცი: ზელენსკისთან საუბარში ტრამპმა უკრაინის ელექტროსადგურების უსაფრთხოებისთვის აშშ-ის ჩართულობაზეც ილაპარაკა

0

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო და ეროვნული უშიშროების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი, მაიკ უოლცი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ 19 მარტს აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შემდგარ სატელეფონო საუბარზე. ისინი საუბარს უწოდებენ "ფანტასტიკურს", აღნიშნავენ, რომ ზელენსკიმ ტრამპს მადლობა გადაუხადა საუდის არაბეთის ქალაქ ჯედაში უკრაინელი და ამერიკელი გუნდების მოლაპარაკების წარმატებული დასაწყისისთვის, ჯაველინის ტიპის ანტისატანკო სისტემების უკრაინისთვის გადაცემისთვის, და მშვიდობისთვის გაწეული ძალისხმევისთვის. "ლიდერები შეთანხმდენ, რომ უკრაინა და ამერიკა გააგრძელებენ ერთობლივ მუშაობას ომის რეალური დასრულებისთვის, და რომ პრეზიდენტ ტრამპის მმართველობის პირობებში მდგრადი მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია" - ვკითხულობთ განცხადებაში.

რუბიო და უოლცი ასევე აღნიშნავენ, რომ ტრამპი ზელენსკის ელაპარაკა წინა დღეს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან გამართული თავისი სატელეფონო საუბრის შესახებ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ლიდერებმა განიხილეს კურსკის რეგიონში შექმნილი სიტუაცია და ინფორმაციის გაზიარებაზე შეთანხმდნენ. "პრეზიდენტმა ზელენსკიმ ითხოვა საჰაერო დაცვის დამატებითი სისტემები სამოქალაქო მოსახლეობის დასაცავად, განსაკუთრებით Patriot-ის ტიპის სარაკეტო სისტემები, პრეზიდენტი ტრამპი დათანხმდა მასთან თანამშრომლობას შესაძლებლობების გამონახვის მიზნით, განსაკუთრებით ევროპაში" - წერენ რუბიო და უოლცი.

დოკუმენტის თანახმად, ლიდერები ასევე შეთანხმდნენ ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტაზე ენერგეტიკასთან მიმართებით, და რომ შემდგომ დღეებში ტექნიკური გუნდები საუდის არაბეთში გამართავენ შეხვედრას და განიხილავენ ცეცხლის შეწყვეტის გაფართოებას შავ ზღვასთან მიმართებითაც - როგორც ეტაპის ცეცხლის სრულად შეწყვეტისთვის.

"პრეზიდენტმა ტრამპმა ასევე განიხილა უკრაინის ელექტროენერგიით მომარაგება და ელექტროსადგურები. მისი თქმით, აშშ-ს დიდი დახმარების გაწევა შეუძლია ამ სადგურების მართვაში, ელექტროენერგიის და გამოყენების სფეროებში გამოცდილების გათვალისწინებით. ამ სადგურების ამერიკის მხრიდან ფლობა იქნებოდა საუკეთესო დაცვა ამ ინფრასტრუქტურისთვის და მხარდაჭერა უკრაინის ენერგეტიკის ინფრასტრუქტურისთვის" - ვკითხულობთ განცხადებაში.

რუბიო და უოლცი ასევე აღნიშნავენ, რომ ზელენსკიმ ტრამპს მადლობა გადაუხადა ჰუმანიტარული ძალისხმევისთვისაც, განსაკუთრებით ტყვეების გაცვლის საქმეში. "პრეზიდენტმა ტრამპმა პრეზიდენტ ზელენსკის ასევე ჰკითხა ბავშვებზე, რომლებიც უკრაინიდან დაიკარგნენ ომის დროს, მათი ჩათვლით, ვინც მოიტაცეს. პრეზიდენტი ტრამპი გამოვიდა დაპირებით რომ მჭიდროდ ითანამშრომლებს ორივე მხარესთან, რათა ეს ბავშვები სახლში დაბრუნდნენ" - წერენ სახელმწიდო მდივანი და უშიშროების საკითხებში მრჩეველი.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России