Добавить новость
103news.com
World News
Март
2025

კადიროვის ქალიშვილი გახდა "ჩეჩნეთის მინერალური წყლების" მფლობელი

0

ჩეჩნეთის მმართველის, რამზან კადიროვის ქალიშვილი, 26 წლის აიშატ კარიდოვა გახდა კომპანია "ჩეჩნეთის მინერალური წყლების" ერთპიროვნული მფლობელი. ეს მოხდა 11 მარტს - 12 დღეში მას შემდეგ, რაც კადიროვამ დატოვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა. კომპანიის მფლობელის ცვლილებას ყურადღება მიაქცია გამოცემამ "ვიორსტკა". ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში კომპანიის შემოსავლები ორჯერ და მეტჯერ გაიზარდა.

კომპანია "ჩეჩნეთის მინერალური წყლები" 2007 წელს შეიქმნა და მას მერე ეკუთვნოდა ახმატ კადიროვის სახელობის ფონდს - რომელსაც საერთაშორისო სანქციები აქვს დაკისრებული.

პროექტ "კავკაზ რეალიის" ცნობით, აიშატ კადიროვა 2020 წელს გახდა ჩეჩნეთის კულტურის მინისტრის მოადგილე, 2021 წელს - კულტურის მინისტრი და ამ თანამდებობაზე რჩებოდა 2023 წლის შემოდგომამდე. ამის შემდეგ კადიროვამ დაიკავა რესპუბლიკის ვიცე-პრემიერის პოსტი და სოციალურ პროგრამებს ხელმძღვანელობდა.

ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერის თანამდებობის დატოვების შესახებ კადიროვამ თებერვლის ბოლოს გამოაცხადა და თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ, მისი აზრით, ამგვარი საქმის კეთება "უფრო მეტად შეეფერება ძლიერ კაცს". ჩეჩნეთის მმართველის ქალიშვილი მაშინ ამბობდა, რომ მხოლოდ ბიზნესში აპირებდა საქმიანობას, მათ შორის მოდის სახლში, Firdaws-ში.

აიშატ კადიროვას ქმარი, ვისხან მაცუევი სახელმწიფო სამსახურში რჩება - 2023 წლიდან ის იკავებს ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერის და სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობებს.

აიშატ კადიროვა გამოცხადებულია "კულტურის დამსახურებულ მუშაკად", მას მინიჭებული აქვს მეორე ხარისხის ორდენი "სამშობლოს წინაშე დამსახურებებისთვის", ასევე, მათ შორის, მედლები "ადამიანის უფლებების დაცვისთვის", "ჩეჩნეთის რესპუბლიკის წინაშე დამსახურებებისთვის", და ჩეჩნეთის უმაღლესი ჯილდო - კადიროვის ორდენი.

აიშატ კადიროვა შეყვანილია აშშ-ის, ევროკავშირისა და იაპონიის სანქციების სიაში, სანქციები ასევე ეხება მოდის სახლს Firdaws.

ჩეჩნეთში რამზან კადიროვის ათობით ნათესავი ინიშნება სახელმწიფო სამსახურის მაღალ თანამდებობებზე.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России