Добавить новость
103news.com
World News
Март
2025

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა მორიგი შეტევისთვის 170-ზე მეტი დრონი გამოიყენა

0

რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა მიიტანეს. დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები. დაზიანებულია სახლები.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ დღეს, 20 მარტს, გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული საღამოდან დღეს დილამდე რუსეთმა გამოიყენა სხვადასხვა ტიპის 171 დრონი.

სარდლობის თანახმად, საჰაერო და თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა 75 ე.წ. დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს ხარკოვის, კიევის, პოლტავის, სუმის, ვინიცის, კიროვოგრადის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, ჟიტომირის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში, ხოლო 63 „უპილოტო-იმიტატორი ლოკალურად დაიკარგა ნეგატიური შედეგების გარეშე“.

უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსული დრონებით შეტევის შედეგად კიროვოგრადის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქალაქ კროპივნიცკიში, დაშავდა 10 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი.

ქალაქის რამდენიმე რაიონში დაზიანებულია სახლები.

სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის გარდა, დღეს, 20 მარტს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 6 მართვადი ავიაბომბით დაარტყეს კრასნოპოლის რაიონს. დაიღუპა, სულ მცირე, ერთი ადამიანი და ერთი დაშავდა.

დაზიანებულია ორი სახლი და სავაჭრო ცენტრი.

უკრაინასა და რუსეთს შორის საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის მიზნით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 18 და 19 მარტს სატელეფონო საუბრები გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

ერთი თვით ადრე, 18 თებერვალს, საუდის არაბეთში გაიმართა აშშ-ის და რუსეთის მაღალჩინოსნების შეხვედრა.

11 მარტს საუდის არაბეთში მოლაპარაკება გამართეს აშშ-ის და უკრაინის დელეგაციებმაც. კიევი დასთანხმდა ვაშინგტონის წინადადებას 30-დღიანი ზავის შესახებ.

უკრაინაში ომის შეწყვეტის საკითხზე საუდის არაბეთში მოლაპარაკებები 23 მარტს უნდა განახლდეს.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России