Добавить новость
103news.com
World News
Март
2025

ბუნდესრატმა დაამტკიცა გერმანიაში თავდაცვის ხარჯების გაზრდის მექანიზმი

0
გერმანიაში ბუნდესრატმა (ფედერალურმა საბჭომ), რომელშიც შედიან ფედერალური მხარეების წარმომადგენლები, დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ამსუბუქებს ეგრეთ წოდებულ „ვალის დამუხრუჭების“ წესს თავდაცვის ხარჯებისთვის. მანამდე ეს კანონპროექტი ბუნდესტაგმა დაამტკიცა.
ცვლილებებს მხარი დაუჭირეს წამყვანმა პარტიებმა - სოციალ-დემოკრატებმა, რომლებიც ამჟამად ხელისუფლებაში არიან, და ქრისტიან-დემოკრატებმა, რომლებმაც ბოლო არჩევნებში გაიმარჯვეს.
კანონპროექტს მხარი დაუჭირა ფედერალური მხარეების 46 წარმომადგენლიდან 35-მა, ანუ ორ მესამედზე მეტმა. 16 შტატიდან ოთხის წარმომადგენლებმა თავი შეიკავეს.
დოკუმენტს ახლა ფედერალურმა პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა უნდა მოაწეროს ხელი, რათა ის ძალაში შევიდეს.
„ვალის მუხრუჭი“ არის გერმანიის კონსტიტუციაში ფიქსირებული მექანიზმი, რომელიც ხელს უშლის მთავრობას ყოველწლიურად გაზარდოს სახელმწიფო ვალი მშპ-ს 0,35%-ზე მეტად, გარდა საგანგებო სიტუაციებისა. დამტკიცებული კანონპროექტი თავდაცვისა და უსაფრთხოების ხარჯებს, რომლებიც მშპ-ს 1%-ს აღემატება, შეზღუდვებისაგან ათავისუფლებს. გამონაკლისი ასევე ეხება უკრაინის დახმარებას, რომელიც პოტენციურად მილიარდებს ათავისუფლებს ქვეყნის დასახმარებლად. უკვე ცნობილია, რომ მთავრობა გეგმავს წელს დაამტკიცოს კიევისთვის დამატებითი 3 მილიარდი სამხედრო დახმარების გამოყოფა.
გარდა ამისა, კანონპროექტი ითვალისწინებს 500 მილიარდი ევროს ოდენობის სპეციალური ფონდის შექმნას ინფრასტრუქტურაში დამატებითი ინვესტიციებისთვის.


კანონპროექტი მიიღო ძველმა ბუნდესტაგმა, რომელიც 25 მარტს შეწყვეტს მუშაობას. ახალ მოწვევაში მისი მიღება კითხვის ქვეშ დადგება, რადგან მემარჯვენე პოპულისტური „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD), რომელიც „მემარცხენეებთან“ ერთად აკრიტიკებს მას და სამხედრო ხარჯების გაზრდას ეწინააღმდეგება, ახალი მოწვევის ბუნდესტაგში ხმების მესამედზე მეტს გააკონტროლებს. მომავალმა კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ძირითადი კანონის სწრაფი ცვლილებების აუცილებლობა, სხვა საკითხებთან ერთად, ახსნა გეოპოლიტიკური სიტუაციის ცვლილებით - გერმანიაში არ არიან დარწმუნებული, რა ბედი ეწევა მომავალში აშშ-სთან მოკავშირეობას და გამოდიან მოწოდებით, თავდაცვის საკითხებში საკუთარ ძალებს დაემყარონ.






Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России