Добавить новость
103news.com
World News
Май
2025

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი მაიკ უოლცი თანამდებობას ტოვებს

0

ამერიკული მედიის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მაიკ უოლცი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას, სხვა მედიასაშუალებებთან ერთად, CNN-იც და Fox News-იც ავრცელებს.

უოლცს აკრიტიკებდნენ მაღალი თანამდებობის პირების მიერ სამთავრობო საქმიანობის წარმოებისთვის არასაიმედო კომუნიკაციის მეთოდების გამოყენებაში.

გასულ თვეში მან პასუხისმგებლობა აიღო Signal-ის შეტყობინებების აპლიკაციაში ჯგუფურ ჩატზე, რომელშიც მაღალი თანამდებობის პირები იემენში სამხედრო დარტყმებს გეგმავდნენ შემთხვევით დამატებული ჟურნალისტის თანხლებით.

როგორც ამბობენ თანამდებობიდან გაათავისუფლეს უალცის მოადგილე ალექს ნელსონ ვონგიც.

24 მარტს ცნობილი გახდა, რომ გამოცემა The Atlantic-ის მთავარმა რედაქტორმა ჯეფრი გოლდბერგმა მაიკ უოლცისგან 13 მარტს მოულოდნელად მიიღო მიწვევა Signal-ის დახურულ ჩატში, სადაც ამერიკელი მაღალჩინოსნები, მათ შორის თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთი, განიხილავდნენ იემენში მეამბოხე ჰუთების პოზიციებზე შეტევას.

საიდუმლო ინფორმაციის განხილვის წესების დარღვევას მწვავე რეაქცია მოჰყვა კონგრესის წარმომადგენლებისა და უსაფრთხოების საკითხთა ექსპერტებისგან.

დემოკრატებმა მაიკ უოლცის და პიტ ჰეგსეთის გადადგომა მოითხოვეს. მედიით გავრცელებული ინფორმაციით, სკანდალის გამო თეთრ სახლშიც განიხილავდნენ უოლცის მიერ თანამდებობის დატოვების შესაძლებლობას.

25 მარტს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NBC-ს განუცხადა, რომ მაიკლ უოლცი „კარგი კაცია" და მომხდარი მისთვის გაკვეთილი იყო. ტრამპმა ისიც თქვა, რომ დახურულ ჩატს უცხო პირი ერთ-ერთმა თანამშრომელმა დაამატა. აშშ-ის პრეზიდენტის თანახმად, ამ ინციდენტს სამხედრო ოპერაციაზე არანაირი გავლენა არ ჰქონია.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России