Добавить новость
103news.com
World News
Май
2025

ვანო ზარდიაშვილი სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალური დირექტორი გახდა

0

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი, რომელმაც პარლამენტი 2019 წელს ეკა ბესელიასთან მომხდარი კონფლიქტის შემდეგ დატოვა, ახლა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე დაინიშნა - ვანო ზარდიაშვილი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალური დირექტორი გახდა. საჯარო რეესტრში სიახლე 24 აპრილს აისახა, ცვლილება ჩანს სახელმწიფო კომპანიის ვებგვერდზეც.

პარლამენტის დატოვებიდან მალევე, ის შპს „ენერგოტრანსის“ დირექტორის პირველ მოადგილედ დაინიშნა, შემდეგ - 2020 წლიდან 2021 წლამდე - იყო სახელმწიფო ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს წევრი, 2021 წლიდან 2025 წლამდე კი დირექტორი იურიდიულ, გარემოს დაცვის, სოციალურ და ნებართვების საკითხებში.

2016 წლის მოწვევის პარლამენტში ბესელიაც და ზარდიაშვილიც „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდნენ. 2019 წლის იანვარში ბესელია შეეწინააღმდეგა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შეთავაზებულ მოსამართლეთა 10-კაციან სიას - კანდიდატები პარლამენტს უვადოდ უნდა დაემტკიცებინა. 12 იანვარს 10-ვემ უარი თქვა, მათ თავიანთი კანდიდატურები „არაჯანსაღი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით“ მოხსნეს.

მოსამართლეთა მიმართ კრიტიკული დამოკიდებულების ღიად გამოხატვას დროში დაემთხვა ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ღია წყაროებში, ონლაინ სივრცეში გასაჯაროება. ამ საკითხზე ზარდიაშვილმა ბესელიას მიანიშნა 2019 წლის 26 სექტემბერს, როცა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უვადო მოსამართლეობის კანდიდატის, მირანდა ერემაძის მოსმენის დროს ახსენა სიტყვები „ბესელიას მორალი“. ბესელია ზარდიაშვილს მაშინ ხელით შეეხო. ამ ინციდენტიდან რამდენიმე კვირაში ზარდიაშვილმა დეპუტატის მანდატზე უარი თქვა.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России