Добавить новость
103news.com
World News
Май
2025

მოსამართლე სახელაშვილმა ამაღლობელის სხდომიდან ჟურნალისტი და ოპერატორი გაუშვა

0

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე მთავარი მოწმე ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე იკითხება. სხდომაზე მოსამართლემ შესვენება იმისთვის გამოაცხადა, რომ დარბაზიდან გაეშვა ტელეკომპანია „ფორმულის“ გადამღები ჯგუფი, რომელსაც ვიდეოგადაღების უფლება ჰქონდა და მასალას სხვა ჟურნალისტებს უზიარებდა.

„ვხედავ, რომ არაერთი განმარტებისა, მას არ ჰქონდა პირდაპირი ტრანსლირების უფლება, [ამიტომ] ჟურნალისტმაც და ოპერატორმაც დატოვოს სხდომის დარბაზი“, - თქვა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა.

მას ჟურნალისტს არ მისცა განმარტების გაკეთების უფლება.

საქართველოს კანონმდებლობით, სასამართლო სხდომის გადაღების უფლებას მოსამართლე მხოლოდ ერთ ტელევიზიას აძლევს. მოსამართლეთა ნაწილი თანხმდება პირდაპირ ტრანსლირებას, ნაწილი კი წინააღმდეგია ხოლმე.

იმისათვის, რომ ვიდეომასალის გავრცელებაში ნაკლები დრო დაიხარჯოს, „ლაივ სიგნალის“ საშუალებით სასამართლო სხდომები ჟურნალისტების შიდა, დახურულ ჯგუფებში გადაიცემა, მედიასაშუალებები მას იწერენ და ამუშავებენ. ასე გადაიცემოდა მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომები დღესაც და ყველა წინა სხდომაზე. თუმცა მთავარი მოწმის დაკითხვის დროს მოსამართლე ამ პრაქტიკას შეეწინააღმდეგა და დარბაზი დაატოვებინა „ფორმულის“ ჯგუფს.

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე დღეს, 8 მაისს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მთავარი მოწმე, დაზარალებული სტატუსის მქონე ირაკლი დგებუაძე იკითხება. სწორედ მისთვის სილის გაწვნის გამო ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

12 მაისს ოთხი თვე შესრულდება მზია ამაღლობელის დაპატიმრებიდან. ის წინასწარ პატიმრობაშია ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისათვის სილის გაწვნის გამო - სილის გაწვნის გამო მას „პოლიციელზე თავდასხმას“ ედავებიან და 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი დაკავებიდან 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. შიმშილობის 24-ე დღეს იგი კლინიკაში გადაიყვანეს და ციხეში მხოლოდ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ დააბრუნეს.

ამაღლობელის პატიმრობას ევროკავშირი, მისი წევრი ქვეყნების უმეტესობის მთავრობები, საერთაშორისო უფლებადაცვითი და პრესის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები, - ისევე, როგორც საქართველოში არსებული მრავალფეროვანი პროდემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენლები, - პოლიტიკურად მოტივირებულად და უკანონოდ მიიჩნევენ.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России