Добавить новость
103news.com
World News
Май
2025

Bloomberg: ევროპა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების გაძლიერებამდე თურქეთის სამიტს დაელოდება

0

ევროპელი ლიდერები მზად არიან, დაელოდონ თურქეთში უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრას, სანამ აშშ-ს მოუწოდებენ მოსკოვის წინააღმდეგ ახალი სანქციების გამოცხადებისკენ. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.

შეერთებული შტატების და ევროპის ოფიციალურ პირებს შორის 12 მაისს გამართული საუბრების შემდეგ ცხადი გახდა, რომ ამერიკულ მხარეს პუტინზე ზეწოლის გაძლიერებამდე სურს, შესაძლებელი გახადოს რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკება, რომელიც 15 მაისს სტამბოლში უნდა გაიმართოს.

Bloomberg-ის წყაროთა ცნობითვე, თუ პუტინი ზელენსკისთან შეხვედრაზე უარს იტყვის ან რუსეთი არ დასთანხმდება ცეცხლის დაუყოვნებლივ და უპირობოდ შეწყვეტას, ევროპელი ლიდერები პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდებენ, პირობა შეასრულოს და მოსკოვის წინააღმდეგ ახალი სანქციები აამოქმედოს.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მომზადებულია რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერების ვარიანტები. დონალდ ტრამპმა 8 მაისს განაცხადა, რომ თუ ზავი არ იქნება, აშშ და მისი პარტნიორები დამატებით სანქციებს აამოქმედებენ.

10 მაისს დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის და პოლონეთის ლიდერებმა კიევში, უკრაინის პრეზიდენტთან ერთად იმსჯელეს სამშვიდობო პროცესის დასაწყებად ცეცხლის 30 დღით შეწყვეტის გეგმაზე და ერთობლივი სატელეფონო საუბარი ჰქონდათ აშშ-ის პრეზიდენტთანაც.

ამ მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საერთო პოზიციაა 12 მაისიდან ცეცხლის დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ შეწყვეტა მინიმუმ 30 დღით, რუსეთისგან პასუხს ელოდებიან და უარის შემთხვევაში სანქციების გამკაცრება იგეგმება.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის წინადადება უპასუხოდ დატოვა და განაცხადა, რომ მზად არიან 15 მაისს სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების დასაწყებად. თავის მხრივ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ 15 მაისს პუტინს თურქეთში დაელოდება.

12 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მოლაპარაკება გამართა უკრაინის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან.

სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ლიდერებმა განიხილეს შემდგომი ნაბიჯები უკრაინაში ცეცხლის შესაწყვეტად და მშვიდობის დამყარების გზები.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России