Добавить новость
103news.com
World News
Май
2025

ვოლოდიმირ ზელენსკი: უმნიშვნელოვანესია, აშშ არ დისტანცირდეს მოლაპარაკებებისა და მშვიდობისკენ სვლისგან

0

"ეს გადამწყვეტი მომენტია. ახლა მსოფლიოს შეუძლია დაინახოს, ნამდვილად შესწევთ თუ არა მის ლიდერებს უნარი, უზრუნველყონ ცეცხლის შეწყვეტა და მიაღწიონ ნამდვილ, ხანგრძლივ მშვიდობას", - ამას წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თავის ოფიციალურ სოციალურ პლატფორმებზე.

უკრაინის პრეზიდენტი თვლის, რომ "მთელ მსოფლიოში ყველასთვის ცხადია, რომ ნამდვილი მშვიდობისკენ რუსეთს წაიყვანს მასზე ზეწოლა" და თუ რუსეთი მზად არ აღმოჩნდება შეწყვიტოს ხოცვა, მის მიმართ სანქციები უნდა გაძლიერდეს.

ზელენსკი ადასტურებს, რომ 19 მაისს ორჯერ ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს: პირველ ჯერზე ეს იყო ტრამპის პუტინთან საუბრამდე, ერთი ერთზე; მეორედ კი - საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის, ფინეთის ლიდერებთან და ევროკომისიის პრეზიდენტთან ერთად.

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მან დღეს ტრამპს კიდევ ერთხელ დაუდასტურა მზადყოფნა ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტისთვის და რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის "ნებისმიერ ფორმატში, რომელიც შედეგებს მოიტანს". ის აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებების ჩატარების ადგილებად განიხილავს ყველა შესაძლო ვარიანტს: თურქეთს, ვატიკანს, შვეიცარიას.

უკრაინის პრეზიდენტი მნიშვნელოვნად თვლის მოლაპარაკებების პროცესში ამერიკისა და ევროპის ჩართულობას "შესაბამის დონეებზე" და ამასთან ხაზს უსვამს, რომ "უმნიშვნელოვანესია, აშშ არ დისტანცირდეს მოლაპარაკებებისა და მშვიდობისკენ სვლისგან, ვინაიდან ერთადერთი, ვინც ამით სარგებლობს, პუტინია".

ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ნათელია, რომ "თუკი რუსეთი უარს იტყვის ხოცვის შეჩერებაზე, უარს იტყვის ომის ტყვეებისა და მძევლების გათავისუფლებაზე, თუკი პუტინი წამოაყენებს არარეალურ მოთხოვნებს, ეს გვიჩვენებს, რომ რუსეთს სურს ომის გაჭიანურება და იმსახურებს, რომ ევროპამ, ამერიკამ და მსოფლიომ იმოქმედონ შესაბამისად, შემდგომი სანქციების დაწესების ჩათვლით".

19 მაისს შედგა აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარი, რომელიც ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა და რომელსაც უკვე გამოეხმაურა როგორც დონალდ ტრამპი, ისე ვლადიმირ პუტინი.

თავდაპირველად გავრცელდა პუტინის ვიდეოკომენტარი, რომელშიც ის ლაპარაკობს რუსეთის მზადყოფნაზე, იმუშაოს "უკრაინასთან მემორანდუმზე შესაძლო მომავალი სამშვიდობო შეთანხმების თაობაზე, რიგი პოზიციების განსაზღვრით - ისეთებისა, როგორებიცაა, მაგალითად, მოგვარების პრინციპები, სამშვიდობო შეთანხმების შესაძლო დადების ვადები და ა.შ., შესაბამისი შეთანხმებების მიღწევის შემთხვევაში, ცეცხლის შესაძლო შეწყვეტის ჩათვლით“.

მალევე გამოქვეყნდა დონალდ ტრამპის განცხადებაც, რომელშიც ის მკაფიოდ აცხადებს, რომ "რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტის და რაც უფრო მნიშვნელოვანია - ომის დასრულების მისაღწევად".

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველმყოფ თანმხლებ ფაქტორად სანქციების გაძლიერებას ასახელებს და წერს, რომ სწორედ ამაზე ესაუბრნენ ევროპის ლიდერები 19 მაისს დონალდ ტრამპს.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России