Добавить новость
103news.com
World News
Май
2025

უკრაინა რუსეთისგან ისევ მოითხოვს მემორანდუმის გადაცემას

0

უკრაინა მზად არის რუსეთთან მოლაპარაკების შემდეგი რაუნდისთვის, თუმცა ჯერ კიდევ არ მიუღია მოსკოვის მიერ დაპირებული მემორანდუმის ტექსტი. ამის შესახებ, როგორც გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ წერს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ განაცხადა 30 მაისს კიევში, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

უკრაინის და რუსეთის პირისპირ მოლაპარაკების მეორე რაუნდი 2 ივნისს ისევ სტამბოლშია დაგეგმილი. კიევში ვიზიტამდე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში იმყოფებოდა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, კიევი დაინტერესებულია თურქეთში შეხვედრების გაგრძელებით და ომის წელსვე დასრულება სურს. სიბიჰას ინფორმაციით, სტამბოლში პირველი რაუნდის შედეგების მიხედვით უკრაინამ რუსულ მხარეს უკვე გადასცა დოკუმენტი, რომელიც შემდგომ ნაბიჯებს ეხება და რუსეთისგან დროულად ელოდებიან დაპირებულ მემორანდუმს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ეს აუცილებელია, რათა მომდევნო შეხვედრა საგნობრივი იყოს.

სააგენტო „ფრანს პრესის“ ცნობით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანის განცხადებით, ანკარას იმედი აქვს, რომ უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების ტექნიკური მოლაპარაკებების მეორე რაუნდის შემდეგ თურქეთის პრეზიდენტი ერდოანი უმასპინძლებს პრეზიდენტების, ტრამპის, პუტინის და ზელენსკის შეხვედრას.

მემორანდუმის შესახებ ჟურნალისტებმა მოსკოვში დღეს, 30 მაისს გამართულ ბრიფინგზე ჰკითხეს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივან დმიტრი პესკოვს. მან არ თქვა, როდის გადასცემენ დოკუმენტს უკრაინას.

პესკოვის განცხადებით, იმედი აქვთ, რომ რუსეთის და უკრაინის მემორანდუმების პროექტები, რომლებიც საჯაროდ არ გამოქვეყნდება, 2 ივნისს სტამბოლში, მოლაპარაკების მეორე რაუნდზე იქნება განხილული.

უკრაინა არაერთი დღეა რუსეთისგან მოითხოვს მემორანდუმის ტექსტის გადაცემას, რათა მოლაპარაკების მეორე რაუნდისთვის მოემზადოს. კიევმა თავისი პროექტი მოსკოვს უკვე გაუგზავნა.

29 მაისს, დღის ბოლოს, როცა უკრაინულ მხარეს რუსული მემორანდუმის ტექსტი ისევ არ ჰქონდა, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა გეორგი ტიხიმ არ გამორიცხა, რომ რუსეთი ამ დოკუმენტს არარეალისტური ულტიმატუმების გამო მალავს.

სტამბოლში უკრაინის და რუსეთის პირდაპირი მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 16 მაისს გაიმართა. მხარეები 1000-1000 სამხედრო ტყვის გაცვლაზე შეთანხმდნენ.

19 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინულ მხარეს შესთავაზებს მემორანდუმს მომავალი, შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების თაობაზე, რომელშიც განსაზღვრული უნდა იყოს გარკვეულ პოზიციები.

როგორც პუტინმა თქვა, მაგალითად, კონფლიქტის მოგვარების პრინციპები, სამშვიდობო შეთანხმების შესაძლო ვადები და ა.შ. მათ შორის გარკვეული ვადით ცეცხლის შეწყვეტა შესაბამისი შეთანხმებების მიღწევის შემთხვევაში.

პასუხად უკრაინამ განაცხადა, რომ მემორანდუმის საკუთარ ვარიანტს მოამზადებდა.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России