Добавить новость
103news.com
World News
Июнь
2025

ეგვიპტესა და ლიბიაში დააკავეს აქტივისტები, რომლებიც ღაზისკენ მსვლელობას გეგმავდნენ

0

ეგვიპტის ხელისუფლებამ დააკავა აქტივისტები, რომლებიც ღაზისაკენ მსვლელობას გეგმავდნენ, მათთან შესახვედრად დაძრულ აქტივისტების კოლონას კი ლიბიის უსაფრთხოების ძალებმა კი გადაუკეტეს გზა.

აქტივისტები 80 ქვეყნიდან გეგმავდნენ ეგვიპტისა და ღაზას საზღვრამდე მსვლელობას, რათა ყურადღება გაემახვილებინათ ჰუმანიტარულ კრიზისზე, რომელიც მარტში გამწვავდა - მას შემდეგ, რაც ისრაელმა ჰუმანიტარული დახმარების შეტანა დაბლოკა. შეზღუდვები რამდენიმე კვირის წინ შეამსუბუქეს და და ლიმიტირებული დახმარების შეტანა დაუშვეს, თუმცა ექსპერტები აცხადებენ, რომ ზომები არასაკმარისია.

„გლობალური მარში ღაზაზე“ დაგეგმილი იყო, როგორც ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დემონსტრაცია. პარალელურად იგეგმებოდა სხვა აქტივობების ჩატარება, მათ შორის ღაზაში გემით დახმარების ჩატანა. ეს გემი და მასზე მყოფი აქტივისტები ისრაელის სამხედროებმა კვირის დასაწყისში დააკავეს ღაზის მიმართულებით გადაადგილებისას.

პარასკევს ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ეგვიპტის ხელისუფლებამ კაიროსთან მდებარე საკონტროლო პუნქტზე შეაჩერა 40 ადამიანი, რომელიც მსვლელობაში მონაწილეობას გეგმავდნენ და მათ პასპორტები ჩამოართვა. სხვებს სასტუმროების დატოვების უფლებას არ აძლევენ.

პარასკევის დაკავებებამდე კაიროში ჩასული ასობით პირის დეპორტაცია მოახდინეს ჩრდილოეთ აფრიკასა და ევროპის ქვეყნებში. აქტივისტები აცხადებდნენ, რომ ღაზისაკენ მსვლელობის დაწყებამდე გეგმავდნენ სინას მთისკენ მიმავალ გზაზე მდებარე ბანაკში შეკრებას. ეგვიპტე ამ რეგიონს უაღრესად მგრძნობიარე ზონად მიიჩნევს.

2023 წლის 7 ოქტომბერს პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობის, აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული ჰამასის სამხედრო ფრთის დაჯგუფებები თავს დაესხნენ ისრაელის სამხრეთს, 1200 ადამიანი მოკლეს და 250-ზე მეტი მძევლად აიყვანეს.

თავდასხმის პასუხად ისრაელმა ღაზის სექტორში დაიწყო ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია და სახმელეთო ბლოკადა, რასაც დიდი მსხვერპლი და ჰუმანიტარული კატასტროფა მოჰყვა.

ისრაელს ღაზის სექტორი საზღვაო ბლოკადაში ჰყავს ჯერ კიდევ 2007 წლიდან, როცა ადგილობრივი ხელისუფლების სათავეში მოვიდა ისრაელის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული ჰამასი. ისრაელის მთავრობა ირწმუნება, რომ ბლოკადა აუცილებელია ჰამასისთვის იარაღის მიწოდების აღსაკვეთად.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России