Добавить новость
103news.com
World News
Июнь
2025

აფხაზეთში დააკავეს კოლეგის მკვლელობაში ბრალდებული ე.წ. ექს-დეპუტატი

0

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აფხაზეთის ტერიტორიაზე დაპატიმრებულია თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტის ყოფილი წევრი ადგურ ხარაზია, რომელიც კოლეგის მკვლელობის ბრალდებით იძებნებოდა 2024 წლის დეკემბრიდან.

„მისი ადგილსამყოფელი დადგინდა „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური სამსახურების ერთობლივი ოპერატიული და საგამოძიებო საქმიანობის შედეგად“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

2024 წლის 19 დეკემბერს ადგურ ხარაზიამ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით პარლამენტის შენობაში მოკლა კოლეგა ვახტანგ გოლანძია, ხოლო ე.წ. პარლამენტის კიდევ ერთი წევრი კან კვარჩია დაჭრა.

იმ დღეს ე.წ. პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატები აფხაზეთში მაინინგის აკრძალვაზე მსჯელობდნენ - კრიპტოვალუტის უკანონო მოპოვებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესებას განიხილავდნენ.

როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, კვარჩიასა და ხარაზიას შორის ჩხუბი ატყდა, ვახტანგ გოლანძია კი მათ გაშველებას ცდილობდა. ადგურ ხარაზიამ იარაღიდან ოთხჯერ გაისროლა. ტყვია გოლანძიას იღლიასთან მოხვდა, კვარჩიას - ხელში.

მკვლელობაში ბრალდებულის ძებნა ექვს თვეზე მეტხანს გაგრძელდა.

„ექს-დეპუტატი შეპყრობილი იქნა 14 ივნისს. ოპერაციის მსვლელობისას ადგილზე იმყოფებოდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარე დმიტრი დბარი და შინაგან საქმეთა მინისტრი რობერტ კიუტი“, - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

2024 წლის 21 დეკემბერს დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა ადგურ ხარაზიას საპარლამენტო იმუნიტეტის მოახსნა. იმავე დღეს, გენერალურმა პროკურატურამ ხარაზიას წინააღმდეგ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე ასევე გამოქვეყნდა შეტყობინება ადგურ ხარაზიას სახლის დაცხრილვაში ეჭვმიტანილის, ბაგრატ სურმავას დაკავების შესახებ. 2024 წლის 24 დეკემბერს, „ხარაზიას სახლის მიმართულებით სულ მცირე 25 გასროლა განხორციელდა „კალაშნიკოვის“ ავტომატიდან“, - ნათქვამია დე ფაქტო შს სამინისტროს განცხადებაში.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России