Добавить новость
103news.com
World News
Июнь
2025

„არა მეფეებს!“ - საპროტესტო აქციები და სამხედრო აღლუმი ტრამპის დაბადების დღეზე

0

14 ივნისს ლოზუნგით „არა მეფეებს“ (No Kings) აშშ-ის ათობით ქალაქში (ნიუ-იორკი, ფილადელფია, ჰიუსტონი, ატლანტა და ა.შ.) საპროტესტო აქციები გაიმართა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკის წინააღმდეგ. საპროტესტო აქცია ასევე მოსალოდნელია ლოს-ანჯელესში, სადაც პრეზიდენტ ტრამპის განკარგულებით ეროვნული გვარდიის ნაწილები შევიდნენ „დაწყებული არეულობის ფონზე წესრიგის დასაცავად“. შტატის დემოკრატმა გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება მწვავედ გააკრიტიკა.

აქციების ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან „ავტორიტარიზმს, მილიარდერთა ინტერესების გამტარებელ პოლიტიკას და დემოკრატიის მილიტარიზაციას“. აქციის მონაწილეთა უკმაყოფილებას იწვევს როგორც მასობრივი დეპორტაციები, რამაც გამოიწვია ლოს-ანჯელესში არეულობები, ასევე ადმინისტრაციის სხვა ნაბიჯები, რომლებიც, ტრამპის ოპონენტების თქმით, ამერიკულ საზოგადოებაში სიძულვილს აღვივებს.

მინესოტას შტატში ორგანიზატორებმა გააუქმეს საპროტესტო აქცია მას შემდეგ, რაც 14 ივნისს დილით შეიარაღებული თავდასხმა მოხდა ორ დემოკრატ პოლიტიკოსზე (მოკლული იქნა მინესოტას წარმომადგენელთა პალატის წევრი მელისა ჰორტმანი). თავდასხმები დაგმეს როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა, ასევე მისმა ოპონენტებმა.

საპროტესტო აქციები დაემთხვა ტრამპის დაბადების დღეს, რომელიც 14 ივნისს აღინიშნება. აშშ-ის პრეზიდენტს 79 წელი შეუსრულდა. 14 ივნისსავე ვაშინგტონში დაინიშნა სამხედრო აღლუმი, რომელიც ოფიციალურად აშშ-ის არმიის 250 წლის იუბილეს ეძღვნება.

როგორც ანალიტიკოსები შენიშნავენ, სამხედრო აღლუმი იშვიათი მოვლენაა შეერთებულ შტატებში, სადაც ტრადიციული აღლუმები ჯარისკაცებითა და სამხედრო ტექნიკით, როგორც წესი, არ ტარდება. პრეზიდენტის ოპონენტები აცხადებენ, რომ აღლუმი, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ვერტმფრენები და ჯავშანტექნიკა, მათ შორის „აბრამსის“ ტანკები, სინამდვილეში ტრამპის დაბადების დღის პატივსაცემად იმართება, რაც, მათი თქმით, პრეზიდენტის ახირება, ფულის ფლანგვა და ავტორიტარული ქვეყნების პრაქტიკაა.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России