Добавить новость
103news.com
World News
Июнь
2025

კატარის საგარეო საქმეთა მინისტრი ირანის თავდასხმაზე: თავდასხმას დაშავებულები და მსხვერპლი არ მოჰყოლია

0

კატარის საგარეო საქმეთა მინისტრი მაჯედ ალ-ანსარი მკაცრად გმობს „ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ თავდასხმას ალ-უდეიდის საჰაერო ბაზაზე და ამ მოქმედებას აფასებს „კატარის სახელმწიფოს სუვერენიტეტის, მისი საჰაერო სივრცის, საერთაშორისო სამართლისა და გაეროს ქარტიის უხეშ დარღვევად".

ალ-ანსარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აგრეთვე აღნიშნულია:

“ვადასტურებთ, რომ კატარი იტოვებს უფლებას, პირდაპირი და თანაზომადი პასუხი გასცეს ამ უტიფარ აგრესიას, მისი ბუნებისა და მასშტაბის შესაბამისად და საერთაშორისო სამართლის დაცვით".

კატარის ხელისუფლების მაღალჩინოსნის თანახმად, "კატარის საჰაერო თავდაცვამ წარმატებით მოიგერია თავდასხმა და გადაიტაცა ირანის რაკეტები”.

მაჯედ ალ-ანსარის ინფორმაციით, დეტალურ ინფორმაციას თავდასხმის გარემოებების შესახებ მოგვიანებით გაავრცელებს კატარის თავდაცვის სამინისტრო.

საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ასეთი სამხედრო ქმედების გაგრძელება "ძირს გამოუთხრის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას რეგიონში და ჩაითრევს იმგვარ ვითარებებში, რომლებიც კატასტროფულ შედეგებს მოიტანს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის".

ალ-ანსარი კატარის მთავრობის სახელით გამოდის "ყველა სამხედრო მოქმედების დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და მოლაპარაკებების მაგიდასთან და დიალოგთან სერიოზულად მიბრუნებისკენ" მოწოდებით:

"მეტიც, კატარის სახელმწიფო ერთ-ერთი პირველი გამოვიდა ისრაელის მიერ რეგიონში ესკალაციის წინააღმდეგ გაფრთხილებით".

ალ-ანსარის განცხადების თანახმად, რომელიც პლატფორმა X-ზე გამოქვეყნდა, ალ-უდეიდის ბაზის ევაკუაცია რეგიონში ვითარების დაძაბვისთანავე მოხდა:

"ყველა აუცილებელი ნაბიჯი გადაიდგა ბაზის პირადი შემადგენლობის უსაფრთხოებისთვის, კატარის შეიარაღებული ძალების წევრების, მეგობრული ძალებისა და სხვათა ჩათვლით. ვადასტურებთ, რომ თავდასხმას დაშავებულები და მსხვერპლი არ მოჰყოლია".

23 ივნისს რამდენიმე საერთაშორისო სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია ირანის მიერ ახლო აღმოსავლეთში მდებარე აშშ-ის ბაზებზე თავდასხმის დაწყების შესახებ. გავრცელდა ცნობები დოჰას თავზე აფეთქებებზე.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России