Добавить новость
103news.com
World News
Июнь
2025

Politico: ევროპას სურს ტრამპმა რუსეთს სანქციები გაუმკაცროს, რუბიო ამბობს, რომ ეს ჯერ არ მოხდება

0

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამ ეტაპზე არ აპირებს გაითვალისწინოს ევროპის მოწოდება რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების გაძლიერების შესახებ. სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, რომელიც ჰააგაში, ნატოს სამიტში მონაწილეობს, გამოცემა Politico-ს განუცხადა, რომ უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად რუსეთთან მოლაპარაკებების შესაძლებლობის შენარჩუნება სურთ.

როგორც გამოცემა წერს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და სხვა ევროპელ ლიდერებს იმედი აქვთ, რომ დონალდ ტრამპს დაარწმუნებენ სანქციების გამკაცრების აუცილებლობაში განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა არაერთხელ უარყო ცეცხლის შესაწყვეტად აშშ-ის მცდელობები.

თუმცა სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ Politico-ს უთხრა, რომ პრეზიდენტი ამას ჯერჯერობით არ გააკეთებს. „თუ ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც აქ ყველას სურს(ახალი სანქციებით ზეწოლა)... დავკარგავთ მათთან(რუსეთთან) ცეცხლის შეწყვეტაზე ლაპარაკის შესაძლებლობას და მაშინ მათთან ვინ ისაუბრებს?“ - განაცხადა რუბიომ.

სახელმწიფო მდივნის თანახმად, პრეზიდენტი ახალი ეკონომიკური ზომების მისაღებად შესაფერის დროს და ადგილს შეარჩევს და ადმინისტრაცია კონგრესთან მუშაობს კიდეც, მაგრამ თუ ეს მოხდება, ნიშნავს, რომ უახლოეს ხანში მოლაპარაკებები აღარ იქნება.

უკრაინა ამერიკის შეერთებულ შტატებთან საუდის არაბეთში 11 მარტს გამართული მოლაპარაკების შედეგად დასთანხმდა ვაშინგტონის წინადადებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. რუსეთმა ეს ინიციატივა უპასუხოდ დატოვა.

უკრაინამ ცეცხლის დაუყოვნებლივ და უპირობოდ შეწყვეტა მოითხოვა რუსეთთან თურქეთის ქალაქ სტამბოლში 16 მაისს და 2 ივნისს გამართულ მოლაპარაკებებზეც. ორი რაუნდის შედეგად მხარეები მხოლოდ ტყვეების და დაღუპულთა ცხედრების გაცვლაზე შეთანხმდნენ.

2 ივნისს მოსკოვის დელეგაციამ სტამბოლში წარადგინა მოთხოვნების ამსახველი მემორანდუმი. რუსეთის მოთხოვნებს შორისაა უკრაინის ნეიტრალიტეტი და უკრაინის შეიარაღებული ძალების სრულად გაყვანა დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებიდან. უკრაინის ეს ნაწილობრივ ოკუპირებული რეგიონები რუსეთს თავის ტერიტორიად აქვს გამოცხადებული.

უკრაინა თავისი ტერიტორიების დათმობაზე უარს აცხადებს.

ევროკავშირი ამ კვირაში აპირებს უკრაინაში ომის გამო რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მე-18 პაკეტის მიღებას, რომელიც ენერგომატარებლების იმპორტის შემდგომ შეზღუდვასაც უნდა შეხებოდა. ამას ეწინააღმდეგებიან უნგრეთი და სლოვაკეთი.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России