Добавить новость
103news.com
World News
Июнь
2025

საფრანგეთი გმობს ავტორიტარულ რყევებს საქართველოში

0

საფრანგეთის მინისტრი ევროპის საკითხებში ბენჟამინ ჰადადი X-ზე ეხმაურება საქართველოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავებას, რომელსაც მიუღებელ რეპრესიებად მიიჩნევს და გმობს ავტორიტარულ რყევებს, რომლებსაც ადგილი აქვს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

"საქართველოში ოპოზიციის მიმართ რეპრესიები, რომლებიც გამოიხატა ზურაბ ჯაფარიძის, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და გიორგი ვაშაძის დაპატიმრებით და გასამართლებით, მიუღებელია.

საფრანგეთი გმობს "ქართული ოცნების" მხრიდან ავტორიტარულ რყევებს, რომლებსაც ადგილი აქვს 2024 წლის არჩევნების შემდეგ, რომელიც არ ყოფილა არც თავისუფალი და არც სამართლიანი", - წერს ჰადიდი.

ოპოზიციონერი ლიდერები „ქართული ოცნების“ მიერ სადავო პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის ან ამის გამო დაკისრებული გირაოს გადაუხდელობისთვის არიან დაპატიმრებული.

გიორგი ვაშაძეს შვიდი თვით პატიმრობა მიუსაჯეს; ის გუშინ, 24 ივნისს, დააპატიმრეს.მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს - რვა-რვა თვით პატიმრობა; ისინი 23 ივნისს დააპატიმრეს.ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს - შვიდი თვით პატიმრობა. ის 22 მაისს დააკავეს მას შემდეგ, რაც გირაოს თანხა არ გადაიხადა.ყველა მათგანს ორი წლით აუკრძალეს თანამდებობის დაკავება.ამავე მუხლით დაკავებულნი არიან ნიკა მელია, ნიკა გვარამია და ირაკლი ოქრუაშვილი. მათი განაჩენი სასამართლოს ჯერ არ გამოუცხადებია.

ექსპრემიერი გიორგი გახარია იმ გამონაკლის ოპოზიციონერებს შორისაა, რომლებიც კომისიის სხდომაზე მივიდნენ.

16 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ის კიდევ ერთხელ დაიბარეს კომისიაზე. გიორგი გახარია სხდომაზე 23 ივნისს უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა ქვეყანაში არ იმყოფება. მისი პარტიის ცნობით, ის თანახმა იყო დისტანციურად ჩართვაზე, თუმცა კომისიამ ეს თხოვნა არ დააკმაყოფილა.

კომისიაზე მეორედ არიან დაბარებული ნიკა გვარამია და მამუკა ხაზარაძე - დისტანციურად, საპატიმროდან ჩართვით. სავარაუდოდ, ისინი არც ამჯერად არ გამოცხადდებიან.

დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანის თანახმად, შესაძლოა, ხაზარაძისა და გვარამიას წინააღმდეგ კვლავ მიმართონ პროკურატურას.







Губернаторы России





Губернаторы России

103news.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.

Moscow.media


103news.comмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "103 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

103news.com — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.

Музыкальные новости




Спорт в России и мире



Новости Крыма на Sevpoisk.ru




Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России